06:39 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნინო გოგუაძე: „პირველად საქართველო - აშშ-ის პარტნიორობის მანძილზე, ამერიკის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ცალკე საკანონმდებლო აქტი მიიღო“
თურქეთში აცხადებენ, რომ FBI-მ ფეთხულა გიულენის თანამებრძოლების დაკავება დაიწყო

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

18 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. კანონპროექტის თანახმად ჩნდება ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესყიდვას და პირდაპირი მომხმარებლებისთვის მიწოდებას.

„მუდმივი ძალისხმევით, პრაგმატული პოლიტიკითა და მოთმინებით, გვჯერა, რომ საბოლოოდ, ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიღწეული იქნება და საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტალინში, სემინარზე - „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მკაფიოდაა განსაზღვრული და ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს თანამშრომლები თურქი მქადაგებლის, ფეთხულა გიულენის ორგანიზაციის (FETO) თანამშრომლებს აკავებენ, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ. "FBI-ს გიულენის წინააღმდეგ საქმე 15 შტატში აქვს აღძრული. ნიუ-ჯერსიში დაკავებები უკვე დაიწყო", - განაცხადა მინისტრმა. იქამდე ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ G20-ის სამიტზე დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიულენის შესაძლო ექსტრადიციაზეც ისაუბრეს და ამერიკული მხარე ამას დახურულ საკითხად სულაც არ მიიჩნევს.

გაეროს გენერალურმა ასაბმლეამ უკრაინული მხარის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც ყირიმის, სევასტოპოლის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიაზაციის საკითხს ეხება. დოკუმენტს, რომელიც რუსეთის მოქმედებების წინააღმდეგ არის მიმართლი, მხარი დაუჭირა 66-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი აღმოჩნდა - 19. გენერალურმა ასამბლეამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს ყირიმის რეგიონის ეტაპობრივი მილიტარიზაცია, რეგიონში ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ სარაკეტო სისტემებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის განთავსების პროცესი, რაც საერთაშორისო ნორმებს უხეშად არღვევს.

ინდოეთის მთვრობამ კიდევ ერთელ გადააავადა აშშ-დან იმპორტირებულ 29 სახეობის საქონელზე იმპორტის გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის მიერ მეტალის იმპორტზე გადასახადის დაწესების შემდეგ მიიღო. როგორც ჩანს, ინდოეთს არ სურს, რომ სავაჭრო ომში ჩაერთოს და აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკების დასრულებას ელოდება, რომელიც აზიისა და ამერიკის სავაჭრო ურთიერთობას გლობალურ პლანში შეცვლის. The Economic Times-ის ინფორმაციით, საპასუხო ზომები ინდოეთმა 2019 წლის 21 იანვრამდე აგდადო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...