12:33 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დონალდ ტრამპმა "აშშ-ის კოსმოსური ძალების" შექმნის ბრძანება გამოსცა
აშშ თურქეთს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს მიაწვდის

სიახლეები

მამუკა ბახტაძე: "ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია"

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018"-ის მონაწილე ახალგაზრდებს.

 

მთავრობის მეთაურმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში ნებისმიერი ქვეყნის პროგრესი ახალგაზრდულ ენერგიაზე დგას.

 

„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეულ თქვენგანს და ახალგაზრდას ნებისმიერ კუთხეში ჰქონდეს იმის განცდა, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. საქართველოს სჭირდება, ჩვენი ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. საქართველოს სჭირდება ახალგაზრდული ხედვა ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე, პრობლემების დაძლევის გზებზე და ინოვაციებზე. სწორედ ამიტომ არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდობა და ინოვაცია. სწორედ ამიტომ გვწამს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა, ის თავდაჯერებულობა საკუთარ ძალებში, რაც ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ, გახდება იმის საწინდარი, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და ევროპული სახელმწიფო. მე ამავე დროს მწამს ჩვენი ხალხის და ჩვენი ახალგაზრდების განსაკუთრებული ნიჭის. სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქართველოს წინაშე მდგარი ყველა პრობლემის გადაწყვეტის გზა გადის განათლების სექტორის წარმატებულ რეფორმაზე. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიციები ჩვენს ახალგაზრდა მეცნიერებში, უნივერსიტეტებში, რომ საქართველო იყოს წარმატებული. ამ რეფორმის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. სწორედ ამან უნდა უზრუნველყოს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება", - განაცხადა პრემიერმა.

 

მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სპორტზე ხელმისაწვდომობა.

 

„მინდა დავასრულო იმით, რითაც დავიწყე - ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია", - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.

 

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018"-ის საზეიმო დახურვის ცერემონიაში პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.  

 

ფესტივალში, რომელიც მასშტაბურ სპორტულ და  კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა, დედაქალაქში არსებული 23  სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 30 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული