05:52 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, ჩვენს დიასპორას გააჩნია დიდი პოტენციალი, სასოფლო-სამეურნეო სექტორში ინვესტირებისა
დონალდ ტრამპმა "აშშ-ის კოსმოსური ძალების" შექმნის ბრძანება გამოსცა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

19 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში" შესატანი ცვლილებების პროექტს აქვეყნებს. დოკუმენტი ითვალისწინებს სახელშეკრულებო ურთიერთობისას მხარეებს შორის არასამართლიანი პირობების დაბალანსების საკითხებს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ სავალდებულო იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის, მათ შორის, სესხის გამცემი სუბიექტისათვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება სრულფასოვანი "კოსმოსური ძალების" შექმნის შესახებ, - შესაბამისი განაცხადება თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. "ჩემი, როგორც მთავარსარდლის უფლებამოსილებით, აშშ-ის ფედერალური კოდექსის 161-ე მუხლის მეათე პუნქტის შესაბამისად, თავდაცვის მინსიტრთან და სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, ვბრძანებ, შეიქმნას ამერიკის კოსმოსური სარდლობა", - ნათქვამია ტრამპის ბრძანებაში. პრეზიდენტმა უკვე დაავალა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, მოამზადოს ოფიცერთა კანდიდატურები, რათ შემდეგ ისინი აშშ-ის სენატს წარუდგინოს დასამტკიცებლად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო და მოხსენება გააკეთა საქართველოს ელჩების კონფერენციაზე, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პანელში, რომლის დროსაც განხილული იყო მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა თურქეთისთვის 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას, განაცხადეს პენტაგონში. ოფიციალურ ანკარას 4 კომპლექტის ყიდვა სურს - 20 გამშვები მოწყობილობითა და 80 რაკეტით. "თურქეთი გამოიყენებს Patriot-ს ანტისარაკეტო პოტენციალის გასაძლიერებლად, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რეგიონალური საფრთხეების გასანეიტრალებლად", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ დაადასტურა შეთანხმება დაკრედიტების მექანიზმის შესახებ, რომლის ფარგლებშიც უკრაინა 14 თვის განმავლობაში 3,9 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს, შესაბამისი განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა. პირველი ტრანში, 1,4 მილირდი აშშ დოლარის ოდენობით, უახლოეს მომავალში განხორციელდება. თანხის დანარჩენი ნაწილი კი უკრაინას სტრუქტურული რეფომებისა და ეკონომიკური განვითარების პარალელურად გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...