05:02 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროპელი დიპლომატების მიმოწერას ჰაკერები რამადენიმე წლის განმავლობაში კითხულობდნენ
Financial Times-ის ვერსიით "წლის ადამიანი" ჯორჯ სოროსი გახდა

სიახლეები

ილონ მასკმა ლოს-ანჯელესის ქვეშ პირველი ჩქაროსნული გვირაბი გახსნა

 

The Boring Compan-ის ოფიციალურ Twitter-ზე ლოს-ანჯელესის (აშშ) ქვეშ გაყვანილი ჩქაროსნული გვირაბის პირველი კადრები გამოჩნდა. გვირაბში პირველად კომპანია Tesla-ს მიერ წარმოებულმა ელექტრომობილმა გაიარა. ორივე ეს კომპანია ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს ეკუთვნის. 

 

The Boring Company-ს ვებ-გვერდზე მიმდინარე ტრანსლიაციისას მასკმა გვირაბის სიჩქარე "ტელეპორტაციას" შეადარა: 

 

"შეგიძლიათ 240 კმ/სთ-ზე უფრო სწრაფად იაროთ. გაქვთ შეგრძნება, რომ ქალაქში ტელეპორტირდებით. <...> ყველა მსგავს გვირაბში იქნება სპეციალური ტრანსპორტი ფეხით მოსიარულეებისათვის", - თქვა მასკმა. 

 

The Boring Company-ს პირველი გვირაბის შენებლობა 10 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. კომპანია მსგავსი მარშრუტების დაწესებას მთელს ამერიკაში გეგმავს.

 

სატრანსპორტო საშუალება Loop, რომელიც ამ გვირაბებში იმოძრავებს, 240 კმ/სთ სიჩქარეს განავითრებს და 18 კილომეტრის დასაფარავად მას მხოლოდ 8 წუთი დასჭირდება. სულ მალე მსგავსი გვირაბების ქსელი ნიუ-იორკ - ფილადელფია - ბალტიმორ - ვაშინგტონს მოიცავს. 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის

25 მარ 2019კვირის გრაფიკი

  ჩამოსულ ტურისტთა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს...

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...