00:06 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
2018 წლის საქმიანობის ანგარიში - რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ?

სიახლეები

ეკონომიკის მინისტრი: შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს, მაგრამ ეს ესე არ არის

 

"აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ეს არ არის მართალი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ეს არის სტატისტიკა და ეს არის ფაქტები", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ tv პირველთან საუბრისას.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება და საქართველო ამ მხრივ რეგიონში ლიდერია:

 

"ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ჩვენ ყოველ წელს და ყოველ თვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ.

 

არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩეს, რომ ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ შედეგებით, რომელსაც მივაღწიეთ. ჩვენ გვინდა ბევრად მეტი და ვმუშაობთ 24 საათიან რეჟიმში, რომ კიდევ მეტი გავაკეთოთ.

 

შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ უჭირს და ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ესე არ არის.

 

ფაქტები უჩვენებს იმას, რომ ინფლაცია იყო 2-2.5%. თუ ვიტყვით, რომ ჩვენ უარესად ვცხოვრობთ, ეს არ იქნება სიმართლე", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული