23:59 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტი - დაკავებულია ერთი პირი
ლევან დავითაშვილი: „სუფთა ჰაერი არის წინაპირობა იმის, რომ საქართველოში გარემო კიდევ უფრო დავიცვათ“

სიახლეები

ნინო წილოსანი: „ვიწყებთ მუშაობას ტურიზმის ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ სექტორის სტიმულირებაზე და ტურიზმის მდგრად განვითარებაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა შეხვედრა ტურიზმის ახალი კანონმდებლობის თემაზე. 

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, კომიტეტის წევრები ნინო წილოსანი, დავით სონღულაშვილი და ლევან კობერიძე, ტურიზმის ექსპერტები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

 

პარლამენტის წევრების შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც სხვადასხვა ნორმატიული აქტით არეგულირებს ტურიზმს და ტურიზმისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, დღეს უკვე ვეღარ უწყობს ფეხს დარგში მიმდინარე პროგრესს და დღის წესრიგში კანონმდებლობის განახლების აუცილებლობის საკითხი დადგა.

 

„ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია და მისი მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოც იყოს შესაბამისობაში მოყვანილი. ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობა ამ კუთხით საკმაოდ მოძველებულია, დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები და მოლაპარაკებები ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან. სამუშაო ჯგუფში ჩართულია და გვეხმარება დონორი ორგანიზაცია, რომლის მოწვევითაც ჩამოსულია უცხოელი ექსპერტი, რომელიც ტურიზმთან დაკავშირებით ყველა საჭირბოროტო და მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს კვლევას და ასევე გაგვაცნობს საუკეთესო პრაქტიკებს ტურიზმის კუთხით ევროპასა და სხვა წარმატებულ ქვეყნებში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. მისი თქმით, ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს განახლება საჭიროა ტურიზმის ხარისხის უზრუნველყოფისთვის და დარგის შემდგომი განვითარებისთვის.

 

ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში პარლამენტთან ერთად ჩართულია USAID G4G-ის პროექტი. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სამუშაო შეხვედრაში სწორედ USAID G4G-ის პროექტის ფარგლებში მოწვეული ბრიტანელი ექსპერტი ჯონ დაუნსი მონაწილეობდა, რომელმაც თავისი შეხედულებები და გამოკვლევები, ასევე ის საკითხები გააცნო შეკრებილთ, რომელთა გათვალისწინება ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში ურიგო არ იქნება.

 

პარლამენტართა ჯგუფი კანონმდებლობის შექმნაზე მალე დაიწყებს მუშაობას.

 

„მოხდება საკანონმდებლო ჩარჩოს მორგება საქართველოს რეალობისთვის საუკეთესო საერთაშორისო მაგალითების გათვალისწინებით. იმედი გვაქვს, რომ მომავალ, 2019 წელს ჩვენ გვექნება ტურიზმის ახალი კანონმდებლობა, რომელიც განსაკუთრებულად იქნება ორიენტირებული სექტორის სტიმულირებაზე და წახალისებაზე, ამასთანავე იქნება ისეთი რეგულაციები, რომლებიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული