00:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 336.1 მლნ ლარით გაიზარდა
ნოემბერში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 108.9 მილიონი ლარით გაიზარდა

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

25 დეკ 2018ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის, თანამდებობიდან დათხოვნის ვარიანტს განიხილავს, - წერს სააგენტო Bloomberg, თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. მათი წყაროს ცნობით, მნუჩინის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად რადიკალურად დაეცემა ამერიკის მთვარი საფონდო ინდექსები. იქამდე Bloomberg-მა დაწერა, რომ ამერიკის პრეზიდენტს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (ცენტრალური ბანკი) ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის, გადაყენებაც სურს, რადგან არ მოსწონს მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი გამკაცრება, რასაც ფედერალური სარეზერვო სისტემა 2019 წელსაც გააგრძელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 108.9 მილიონი ლარით, ანუ 0.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით გაიზარდა) და 2018 წლის პირველი დეკემბრისათვის 38.4 მლრდ ლარს მიაღწია.

სტორიაში პირველად, ერაყის მთავრობამ შობა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა."მთავრობა შობას ოფიციალურ დღესასწაულად აცხადებს. ბედნიერ შობას ვუსურვებთ ჩვენს მოქალაქე ქრისტიანებს, ყველა ერაყელსა და მათაც, ვინც ამ დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღნიშნავს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა. ამასთან ერთად, ერაყის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში სახელმწიფოს მეთაურისა და ვატიკანის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვედრის შესახებაც გააკეთეს განცხადება, რომელიც ერაყს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

"ჩვენი ძირითადი მიზანი ის არის, რომ ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს და ჩვენ ვიცხოვროთ ბედნიერად და კარგად", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ. "ჩვენ რამდენიმე გამოწვევა გვაქვს: უნდა ავამაღლოთ სამუშაო ძალის კვალიფიკაცია. იმ 800 000 ადამიანს, რომელიც რეგიონებში იმყოფებიან და არიან თვითდასაქმებულები, უნდა დავეხმაროთ სამუშაო კვალიფიკაციის ამაღლებაში. ეს აუცილებელია, რომ ისინი გახდნენ მიმზიდველი ინვესტორებისთვის. მეორე, რაც ჩვენ გვიშლის ხელს ჩვენი ეკონომიკური მიზნების მისაღწევად, ეს არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ფაქტორი. ჩვენი ლოჯისტიკური სისტემები ისე სუსტად არის განვითარებული, რომ ჩვენ კონკურენტებთან მიმართებით ტრანზიტშიც ვაგებთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი უნდა იყოს ნაკლები ეკონომიკაში", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ. როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ქობულიამ აღნიშნა, ლარის გაუფასურების ეკონომიკური ფაქტორები არ არსებობს.ყველა ვფიქრობთ ლარის კურსზე. არ მოგაწყენთ ბევრი ციფრებით თავს. უამრავი გათვლაა გაკეთებული ამ მიმართულებით. ძირითადი გზაბნილი შემდეგია: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარის კურსს აქვს სტაბილურობა და ის შეიძლება იყოს გამყარებული კიდევაც.. საიდან მოგვაქვს ჩვენ ეს აზრები? ეს არ არის ჩვენი განცდა, ეს არის მათემატიკაზე დამყარებული განცდები", - თქვა მინისტრმა

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული