05:15 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
შსს-მ ფოთში ”ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა
ლიბიაში მოწყობილ სისხლიან ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

26 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 336.1 მლნ ლარით (1.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.6 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 26.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 87.7 მლნ ლარით (0.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 248.4 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.2 პროცენტით).

ლიბიის დედაქალაქში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე მოწყობილ თავდასსმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. რადიკალებმა გაავრცელეს მიამრთვა, სადაც აცხადებენ, რომ მათ მოკლეს სამთვრობო აპარატის 31 თანამშრომელი და მათი დაცვის წევრი. ლიბიის მთავრობის მონაცემებით, დაიღუპა 4 ადამიანი, 25-მა კი სხვადასხვა სიმძიმის სხეულის დაზიანება მიიღო. ბოლო პერიოდში, ქვეყანაში ტერორისტების გააქტიურება შეინიშნება. Reuters-ის ცნობით, ამჯერად თვითმკვლელი ტერორისტების სამიზნე ქალაქ ტრიპოლიში მდებარე ადმინისტრაციული უწყება იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებული სტატისტიკით, 2013 წელთან შედარებით სიღარიბის დონე ათი პროცენტით შემცირდა, ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ გამოწვევად და ნომერ პირველ პრიორიტეტად სიღარიბესთან ბრძოლა რჩება“ - ეს განცხადება გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „სიღარიბესთან ბრძოლა არის ის პარამეტრი, რასაც მუდმივად ვადევნებთ თვალყურს. ცხადია, ხალხს უჭირს, რადგან გვაქვს ჯერ კიდევ სიღარიბის 20 პროცენტიანი მაჩვენებელი და ეს უნდა დავძლიოთ. სიღარიბის შემცირების ტემპები ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო დაბალი და გვჭირდება მისი დაძლევის ბევრად უფრო მაღალი ტემპები“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

იაპონია ვეშაპთა საერთაშორისო კომისიას (IWC) დატოვებს და 2019 წლის ივლისიდან ვეშაპებზე ნადირობას განაახლებს, განაცხადა ტოკიოში გამართულ ბრიფინგზე იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, ესიჰიდე სუგამ. იაპონიაში უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ვეშაპებზე ნადირობა აკრძალული იყო, თუმცა ზღვისპირა რესტორნებში მაინც შეხვდებოდით ვეშაპის ხორცისგან დამზადებულ კერძებს. სიგას თქმით, ნადირობა მხოლოდ იაპონიის ტერიტორიულ წყლებში განახლდება და იაპონია განაგრძობს საერთაშორისო კომისიასთან თანამშრომლობას და სამეთვალყურეო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.

2019 წელს ჩრდილოეთკორეის დენუკლეარიზაციის შესახებ მოლაპარაკებები კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება, წერს ჩრდილოეთ კორეული გაზეთი Choson Sinbo. სააგენტოს ცნობით, ფხენიანი მზად არის 2019 წელს დემილიტარიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მძიმედ მიმდინარეობს და აშშ-ჩრიდლოეთ კორეის სამიტის შემდეგ დენუკლეარიზაციის პროცესში გარკვეული შეფერხებებია, პროცესს შეჩერება არ ემუქრება, - ნათქვამია პუბლიკაციაში. ჩრდილოეთ კორეას სანქციების შერბილება სურს.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

18 იან 2019ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

17 იან 2019ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

16 იან 2019ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.