13:17 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნათია თურნავა: „სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება"
ელისაბედ II-მ თავის საშობაო მიმართვაში ქრისტიანობასა და ოჯახის სიმტკიცეზე ისაუბრა

სიახლეები

აშშ-ში 8 წლის გვატემალელი მიგრანტი ბავშვი დაიღუპა

 

აშშ-ში 8 წლის გვატემალელი ბავშვი დაიღუპა, რომელიც არალეგალი მიგრანტების ცენტრში იმყოფებოდა, - ინფორმაციას აშშ-ის საიმიგრაციო სამსახური ავრცელებს. 

 

კონგრესმენ ხოაკინ კასტროს ცნობით, ბავშვს ფელიპე ალონსო-გომესი ერქვა. ეს უკვე მეორე მსგავსი შემთვევაა ბოლო 1 თვეში. დეკემბრის შუა რიცხვებში ქალაქ ელ-პასოს საავადმყოფოში 7 წლის გვატემალელი გოგონა დაიღუპა.  

 

8 წლის ფელიპე და მისი მამა ამერიკელმა სამართლდამცავებმა ტეხასის ქალაქ ელ-პასოში წინა კვირაში დააკავეს და არალეგალ მიგრანტთა ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მან ორი დღე დაჰყო. შემდეგ ისინი ელ-პასოს სასაზღვრო პუნქტთან გადაიყვანეს, სადაც კიდევ ორი დღე მოუწიათ მოცდა. 

 

სასაზღვრო დაცვის თანამშრომელმა შენიშნა, რომ ბიჭი ახველებდა და ცრემლები სდიოდა. ფელიპე და მამამისი საავადმყოფოში ორშაბათს გადაიყვანეს. ექიმმა ჩათვალა, რომ ის უბრალოდ "გაცივდა" და სიცხის დასაწევად პარაცეტამოლი გამოუწერა.  

 

საავადმყოფოდან გამოწერისას ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და მისი სხეულის ტემპერატურამ 39,4°С-ს მიაღწია. დამატებითმა გამოკვლევებმა შედეგი არ მოიტანა და ბიჭი მაინც გაწერეს, თუმცა ამჯერად უკვე იბუპროფენი და ანტიბიოტიკები გამოუწერეს. 

 

ორი საათის შემდეგ (მან წამლები მიიღო) ბავშვს გულისრევა დაეწყო. ღამის ათ საათზე ფელიპეს მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ექიმებმა მისი ჰოსპიტალიზაცია სცადეს, თუმცა ფელიპეს გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

 

აშშ-ის სასაზღვრო სამსახური აღნიშნავს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვის მამა ეწინააღმდეგებოდა მის საავადმყოფოში დატოვებას, რაც აუცილებელი იყო შემდგომი დაკვირვებისთვისა და კვლევისთვის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...