04:52 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პარლამენტმა სკოლებში ,,დედაენის” დაბრუნების მიზნით მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
2018 წლის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევები

სიახლეები

საღამოს საკითხავი

საღამოს საკითხავი

26 დეკ 2018ექსკლუზივი

 

საღამოს საკითხავი

ამერიკის მთავრობა არ დაუბრუნდება სრულფასოვან სამუშაო პროცესს იქამდე, სანამ დემოკრატები კონგრესში დათმობაზე არ წავლენ და მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობას არ დააფინანსებენ, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. "მე ვერ გეტყვით, როდის განახლდება ფედერალური მთვრობის მუშაობა. ეს ნამდვილად არ მოხდება იქამდე, სანამ კედელი არ გვექნება, რათა ქვეყანაში შემოჭრის მსურველთანგან თავი დავიცვათ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ კედლის აგების გარეშე შეუძლებელი იქნება ნარკოტიკების შედინებასთან და ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლა.

აშშ-ში 8 წლის გვატემალელი ბავშვი დაიღუპა, რომელიც არალეგალი მიგრანტების ცენტრში იმყოფებოდა, - ინფორმაციას აშშ-ის საიმიგრაციო სამსახური ავრცელებს. კონგრესმენ ხოაკინ კასტროს ცნობით, ბავშვს ფელიპე ალონსო-გომესი ერქვა. ეს უკვე მეორე მსგავსი შემთვევაა ბოლო 1 თვეში. დეკემბრის შუა რიცხვებში ქალაქ ელ-პასოს საავადმყოფოში 7 წლის გვატემალელი გოგონა დაიღუპა. აშშ-ის სასაზღვრო სამსახური აღნიშნავს, რომ ბავშვის მამა ეწინააღმდეგებოდა მის საავადმყოფოში დატოვებას, რაც აუცილებელი იყო შემდგომი დაკვირვებისთვისა და კვლევისთვის.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება - დედაქალაქში ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს, იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი" ოპერირებს, გაზის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით, იმ რეგიონებში კი, სადაც „საქორგაზი" ოპერირებს, ტარიფი 0.012 თეთრით მცირდება. სემეკის მიერ განსაზღვრული ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ დღეს 2018 წლის ბოლო, 44-ე სხდომა გამართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მიმდინარე წელი მოკლედ შეაჯამა. მისი თქმით, 2018 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი სამუშაო იქნება შესასრულებელი. დედაქალაქის მერის თქმით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებისთვისაა განსაზღვრული.

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლებში კერძო ავტომანქანების გადაადგილებისა და ველობილიკებზე პარკირების შემთხვევებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ველოსიპედებით გადაადგილების წახალისებაა, სწორედ ამიტომ, ყველა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტში ე.წ. ბასლეინები და ველობილიკებია გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

18 იან 2019ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

17 იან 2019ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

16 იან 2019ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.