04:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი გაიზარდა
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

27 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად გაიმართება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები. „28 დეკემბერს ჩვენ ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, მართლაც ძალიან ლამაზი იქნება და მინდა ყველა დავპატიჟო: მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. ყველა თაობის ადამიანს ვიწვევს 28-ში, საღამოს 8 საათზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

უკრაინის თავდაცვისა და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭომ (СНБО) რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ დამატებითი სანქციები დააწესა. "რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური და სხვა სახის ზომების (სანქციების) გამოყენების საკითხზე მსჯელობისას გადაწყდა, დაუწესდეს სანქციები რუსულ კომპანიებს, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებსა და დეპუტატებს, ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ან მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში", - ნათქვამია СНБО-ს პრეს-სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს მიერ გასული წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და ქვეყნის მიერ საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებზე ისაუბრა. დავით ზალკალიანმა ვრცლად მიმოიხილა 2018 წლის საქმიანობის შედეგები, ახალი ინიციატივები და 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრის თქმით, 2018 წელი წარმატებული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კუთხით და განსაკუთრებული მნიშვნელობის მიღწევა იყო ევროკავშირი-საქართველოს უმაღლესი დონის, უპრეცედენტო ფორმატი, რომელიც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთან ჩამოაყალიბა/

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას მოულოდნელი ვიზიტით ეწვივნენ. "აინ-ალ-ასადის" ბაზაზე სტუმრობისას ტრამპმა თქვა, რომ ამერიკელები ერაყის დატოვებას არ გეგმავენ. მისი ვიზიტი ერაყში საიდუმლოდ მომზადდა. ჟურნალისტებს, რომლებიც პრეზიდენტს გაჰყვნნენ თან, უსაფრთხოების მიზნით აუკრძალეს ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თუ სად მიფრინავდა ტრამპის თვითმფრინავი. პრეზიდენტმა ჯარისკაცებს შობა მიულოცა და მათ იღბალი და წარმატება უსურვა.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (ცენტრალური ბანკი) ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი თავის თანამდებობაზე დარჩება, განაცხადა ეკონომიკურ საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა კევინ ჰასეტმა. ჟურნალისტის კითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა რეგულატორის ხელმძღვანელი თანამდებობას, მრჩეველმა მიუგო: "დიახ, რასაკვირველია, 100%-ით". გარდა ამისა, მრჩეველმა აღნიშნა, რომ ამერიკის ბანკებს ლიკვვიდურობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ, - წერს Bloomberg. როგორც ჩანს, კევინმა ბაზრის დამშვიდება სცადა იმ ფონზე, რომ დონალდ ტრამპი ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და მის ხელმძღვანელს გამუდმებით აკრიტიკებს.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

18 იან 2019ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

17 იან 2019ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

16 იან 2019ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.