03:50 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტრამპის მრჩეველი: ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი თავის თანამდებობაზე დარჩება
ფილმი - „საქართველო - ღვინის სამშობლო“

სიახლეები

აუდიტი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თანამშრომლების მაგიერ დაქირავებული კომპანია მუშაობდა

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თვითმმართველი თემი − ოზურგეთის და თვითმმართველი ქალაქი − ოზურგეთის მუნიციპალიტეტების 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.

 

გამოვლენილ უამრავ ხარვეზსა და კანონდარღვევასთან ერთად, იკვეთება ერთი უცნაური და საინტერესო ფაქტი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თანამშრომლების მაგიერ დაქირავებული კომპანია მუშაობდა.

 

როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, 2016-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და შპს „დაუ+ -ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საფინანსო საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე.  ხელშეკრულების თანახმად, შპს „დაუ+ -ს“ ევალებოდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების შესრულებისა და ანგარიშგების, პროექტების შედგენის, განხილვის, მიღების, ცვლილების შეტანის, შესრულების, ანგარიშგების, გარე და შიდა აუდიტის ჩატარების თაობაზე ახალი ნომატიული აქტების, მოქმედ ნორმატიულ აქტებში შეტანილი ახალი ცვლილებებისა და სხვა მასალების მიწოდება. მუნიციპალტეტის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის თაობაზე მოთხოვნილი ნებისმიერი კონსულტაციის მომზადება და მიწოდება. ასევე ზეპირი ან სატელეფონო განმარტებების მიწოდება.

 

ეს ყოველივე კი, ცხადია, თავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომუშავე მოხელეების კომპეტენციის სფეროა და სწორედ მათ ევალებათ აღნიშნული საქმიანობის გაწევა.

 

როგორც აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული აღნიშნული საფინანსო საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს არ უნდა განეხორციელებინათ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა და ხარჯის გაწევა. ამდენად, მუნიციპალიტეტის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გადახდილი 9.6 ათასი ლარი წარმოადგენს არაეკონომიურ ხარჯს.

 

საინტერესოა, რომ აღნიშნული ხარვეზი დაფიქსირებული იყო მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშიც, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტს შესყიდული ჰქონდა საბიუჯეტო საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურება. მიუხედავად წინა პერიოდში ჩატარებულ აუდიტის ანგარიშში ნაკლოვანების დაფიქსირებისა, მუნიციპალიტეტს (შესაბამის პასუხისმგებელ პირებს) სათანადო რეაგირება არ მოუხდენია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციზე.

 

ცხადია, მსგავსი ქმედება შეიძლება განპირორებული იყოს ოზირგეთის მერიის თანამშრომელთა კომპეტენციის ნაკლებობით, რომლებსაც უბრალოდ არ შეეძლოთ იმავე სამუშაოს შესრულება.

 

სწორედ ამ ფაქტორზეა გაამხვილებული ყურადღება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებში:

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა არ განახორციელოს ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებაზე ხარჯის გაწევა, რადგან მსგავსი საქმიანობის განხორციელება მერიის თანამშრომელთა ვალდებულებაა. მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია შრომის ანაზღაურების არანაკლებ 1% მიმართოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამშრომლები საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას, მიზანშეწონილია, საკონსულტაციო მომსახურეობის ყოველწლიურად შესყიდვის ნაცვლად, გამგეობამ შეიმუშაოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგია. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას და რაციონალურად ხარჯვას. ასევე მუნიციპალიტეტმა უნდა გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ წინა აუდიტის შედეგად უმაღლესი აუ

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.