04:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძე 2018 წელს აჯამებს: ჩვენ გვქონდა ხელშესახები წინსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით
აზერბაიჯანის მთავრობა: 2019 წელს ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

28 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

დღეის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 25,182 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 19,118 ტონა იყო. წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (16,558 ტ) და უკრაინა (5,365 ტ), ასევე სომხეთი (2,641 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ). მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 1-27 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 7,699 ტონა.

2019 წელს აზერბაიჯანის მთავარი მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება, - ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ 2018 წლის შემაჯამებელ განცხადებაში. "ჩვენი დიპლომატიის უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება, დაუსვას წერტილი სომხეთის აგრესიას აზერბაიჯანის წინააღმდეგ, გაათავისუფლოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და იძულებით გადაადგილებული პირები თავიანთ სახლებში დააბრუნოს", - ნათქვამია დოკუმენტში. "ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ისე, როგორც თავის მოალაქეებზე ზრუნავს, მზად არის იზრუნოს სომხური წარმოშობის ადამიანებზეც მთიან ყარაბაღში და მათ თვითმმართველობის მაღალი დონე მიანიჭოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აცხადებს ქვეყნის საგარეო უწყება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა უძღვებოდა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ და მის თანმდევ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელეს. საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გამოიტანა და კომიტეტის წევრებს ახალი კანონპროექტის მიღების მიზნებსა და მიზეზებზე მიაწოდა ინფორმაცია. კანონპროექტის ძირითადი არსზე საუბრისას, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოს აქვს ვალდებულება შიდა კანონმდებლობაში ასახოს საბაჟო სფეროს მარეგულირებელი დებულებები, რომლებიც მისი შინაარსიდან, მოცულობიდან და რეგულირების სფეროდან გამომდინარე აისახება ცალკე ნორმატიულ აქტში და ამის შესაბამისად შემუშავდა ახალი კანონპროექტი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“.

აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატი, რუდოლფ ჯულიანი, სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. გამოძიების დაწყების საფუძვლად ჯულიანს FBI-ს ორი ყოფილი თანამშრომლის - პიტერ სტზოკის და ლიზა ფეიჯის - მიმოწერის მნიშვნელოვანი ნაწილის გაქრობა მიაჩნია. ეს მიმოწერა, ადვიკატის თქმით, მიულერის ოფისში მუშაობის პირობებში ამერიკის პრეზიდენის შესახებ "პრინციპულ შეთანხმებებს" ავლენდა. "მიულერთან დაკავშრებით გამოძიება მტკიცებულებათა განადგურების საქმეზე უნდა დაიწყოს. საუბარია შეტყობინებბზე, რომლებიც აჩვენებდა გამოძების მიკერძოებულობასა და დონალდ ტრამპის საწინაააღმდეგო განწყობას", - ამბობს ადვოკატი.

გერმანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრობის მთავარი პრეტენდენტია. განცხადება ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა გააკეთა, წერს DW. მინისტრის თქმით, გაეროში 70 წლის წინ შექმნილი სტრუქტურა მოძველდა, რეფორმების შემდეგ კი ის უკეთესი გახდება და "თანამედროვე მსოფლიოში ძალთა გადანაწილების რეალურ სურათს ასახსვს." მინისტრის თქმით, საბჭოს წევრთა უმეტესობა ამ იდეას მხარს უჭერს და რეფორმა უახლოეს მომავალში გნხორციელდება. "იოლი არ იქნება, თუმცა ჩვენ ისევ და ისევ შევეცდებით ამ თემის დღის წესრიგში დაყენებას", - თქვა მაასმა.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

18 იან 2019ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

17 იან 2019ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

16 იან 2019ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.