04:30 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საუდის არაბეთში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პრინცს არ შეეხო
ამერიკელებმა მიშელ ობამა ყველაზე დასაფასებელ და მისაბაძ ქალად დაასახელეს

სიახლეები

Apple ფლაგმანური სმარტფონების ინდოეთში წარმოებას იწყებს

 

კომპანია Apple-ს 2019 წლიდან ფლაგმანური მოდელების -  iPhone X, XS, XS Max და XR - ქალაქ შრიპერამბუდურში, სამხრეთ ინდოეთში, წარმოებას იწყებს, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს. 

 

ინდოეთში Apple-ის სმარტფონებს ტაივანური კომპანია Foxconn-ის განყოფილებაში ააწყობენ, რომელიც ამ პროექტისთვის დამატებით 356 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და ინდოეთში 25 ათას სამუშაო ადგილს შექმნის. 

 

ამავე განყოფილებაში იწარმოება პოპულარული ჩინური ბრენდის Xiaomi-ს სმარტფონები. 

 

აქამდე ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ინდოეთში მხოლოდ iPhone SE და 6S მოდელებს აწარმოებდა, კომპანია Wistron-ის ბაზაზე. 

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჩინეთის სასამართლომ დააკმაყოლა კომპანია Qualcomm-ის სარჩელი და Apple-ს სმარტფონების კონკრეტული მოდელების ჩინეთში გაყიდვა აუკრძალა, ინტელექტუალური საკუთრების მითვისება და პატენტის უფლების დარღვევის გამო. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის

25 მარ 2019კვირის გრაფიკი

  ჩამოსულ ტურისტთა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს...

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...