04:13 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ქურთების სახალხო თავდაცვის ძალებმა სირიის მთავრობას თურქეთისგან დაცვა სთხოვეს
კოსოვოს პრეზიდენტმა სრულფასოვანი არმიის შექმნის კანონს ხელი მოაწერა

სიახლეები

ანჯელინა ჯოლი პოლიტიკაში წასვლაზე ფიქრობს და აშშ-ის პრეზიდენტობაზე კენჭისყრას არ გამორიცხავს

 

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ მომავალში პოლიტიკაში ბედის ცდას არ გამორიცხავს. რადიო BBC-ის პროგრამა Today-ში ვარსკვლავმა გაიხსენა, რომ 20 წლის წინ ასეთი შესაძლებლობა წარმოუდგენლად და სასაცილოდ მოეჩვენებოდა, თუმცა ახლა ასეთი კატეგორიული აღარ არის. 

 

ჯოლის დიპლომატიური გამოცდილება უკვე აქვს, ის გაეროს კეთილი ნების ელჩია და მიგრაციის საკითხებზე მუშაობს. ინტერვიუში ვარსკვლავმა ამერიკის პოლიტიკაზე, საიმიგრაციო კრიზისზე, სოციალურ ქსელებსა და სექსუალურ ძალადობაზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყველა საკითხში ის "დემოკრატების" პოზიციებს იზიარებს.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ მან პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი, ჯოლიმ მიუგო: "ეს რომ 20 წლის წინ გეკითხათ, ვიცინებდი...  სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ იქ ვიქნები, სადაც ადამიანებს ვჭირდები", - თქვა მსახიობმა. 

 

გარდა ამისა, ჯოლიმ აღნიშნა, რომ გაეროში მუშაობამ მას პოლიტიკოსებთან და სამხედროებთან ურთიერთობის გამოცდილება შესძინა. 

 

ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სუპერვარსკვლავია. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის

25 მარ 2019კვირის გრაფიკი

  ჩამოსულ ტურისტთა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს...

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...