04:20 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
ქურთების სახალხო თავდაცვის ძალებმა სირიის მთავრობას თურქეთისგან დაცვა სთხოვეს

სიახლეები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მჭიდროდ ითანამშრომლებენ უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესში

 

„შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით - იქნება ეს კანონშემოქმედება, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება, სადაც თანამშრომლობა აუცილებელია და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი შეეხო იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს ფორმირებასთან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთანგამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

 

 

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭო კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში პროცესების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი და აქედან გამომდინარე, პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

 

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესი სასწრაფოდ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას და ამ კუთხით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებაც.

 

„ეს პროცესი საჭიროებს სასწრაფოდ ბოლომდე მიყვანას, გამომდინარე იქიდან, რომ არის პრობლემა უზენაეს სასამართლოში - 10 მოსამართლეა დღეს წარმოდგენილი ნაცვლად 28-ისა, რაც ბუნებრივია, ქმნის პრობლემებს საქმეთა დროული განხილვისა და გადაწყვეტის კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე, გვქონდა საუბარი პროცედურასა და კრიტერიუმებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აღვნიშნეთ, ჯერ იუსტიციის საბჭომ აღნიშნა, შემდეგ საქართველოს პარლამენტმა, რომ ვიდრე განახლდება პროცესი, საჭიროა პროცედურის და კრიტერიუმების გაწერა და რა თქმა უნდა, ესეც უნდა გაკეთდეს თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული, მათ შორის, რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სადაც არიან ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლები, ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები, ზოგადად. იმ ფორმატშიც, ბუნებრივია, გვექნება ამ საკითხების განხილვა. გაიწერება პროცედურა, კრიტერიუმები და ამის შემდეგ მივუბრუნდებით, რა თქმა უნდა, უზენაესი სასამართლოს ფორმირების საკითხს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჯერ გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები და განახლებული სია ამის შემდეგ იქნება წარმოდგენილი. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ფუნდამენტური მიღწევა 2012 წლის შემდეგ.

 

„ჯერ გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები და ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება განახლებული სია. დანარჩენს უკვე საზოგადოება თავად შეიტყობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მჭიდრო თანამშრომლობას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ერთი ფუნდამენტური მიღწევა 2012 წლის შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, სასამართლოს შემადგენლობის ჩამოყალიბება არსებითად არის დამოკიდებული თავად მართლმსაჯულების სისტემაზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ამაზე პასუხისმგებელი, გარდა უზენაესი სასამართლოსი, სადაც ჩართულია ამ პროცესში საქართველოს პარლამენტიც“.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმთავრესი მიზანი - სისტემის გაჯანსაღება, მიღწეულია.

 

„ჩვენი ამოცანა იყო 2012 წელს, რომ სისტემა გაგვეჯანსაღებინა. ეს იყო უმთავრესი ამოცანა და ეს მიზანი ჩვენი მხრიდან მიღწეულია. გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით. რომ გადავხედოთ სტატისტიკას, ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს გამამართლებელი განაჩენები, წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლები, გირაო, ჯარიმები და ასე შემდეგ, არის არა ორმაგი და სამმაგი პროგრესი, არამედ არის ხშირ შემთხვევაში ათმაგი და ასმაგი პროგრესიც კი. ეს ნიშნავს რას - ეს არ არის მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, მშრალი ციფრები, ეს ნიშნავს იმას, რომ ინდივიდის უფლებები, ადამიანის უფლებები არის ათჯერ მეტად დაცული სასამართლო სისტემის მიერ, ვიდრე ეს იყო უზრუნველყოფილი 2012 წლამდე. ეს არის ფუნდამენტური წინსვლა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, რჩება გამოწვევები და ამის შესახებ მმართველი გუნდი საუბრობს როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან.

 

„შექმნილია, ასევე, რეფორმის სამუშაო ჯგუფი და ამ რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიზანი გახლავთ ის, რომ არა მარტო შევინარჩუნოთ მიღწეული, არამედ კიდევ უფრო განვამტკიცოთ და კიდევ უფრო ჯანსაღი გავხადოთ სასამართლო სისტემა და ეს მიზანი იქნება აუცილებლად მიღწეული რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში, რომელიც ამჟამად ხორციელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ფუნდამენტური მიღწევა, ამას ვუფრთხილდებით, შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.