04:12 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ფაქტები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე
პოლიციამ ქუთაისში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი აღკვეთა

სიახლეები

შვედები ელექტრომობილს საქართველოში ააწყობენ

 

შვედები ელექტრომობილს საქართველოში ააწყობენ - ამის შესახებ საიტი Auto Times წერს.

 

გარდა ამისა, ინფორმაციას მემორანდუმის გაფორმების შესახებ საპარტნიორო ფონდიც ადასტურებს.

 

„საპარტნიორო ფონდს“, შვედურ კომპანია „Uniti Sweden AB“-სა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით, ერთობლივი პროექტის განვითარების ძირთადი პრინციპების განსაზღვრა, აგრეთვე, კონკრეტული თანამშრომლობის სფეროებზე შეთანხმება. „საპარტნიორო ფონდი“  მზადყოფნას გამოთქვამს პროექტის დეტალებზე სამუშაოდ.

 

„საქართველოსთვის გასაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ეკომეგობრული პროექტების განვითარება. „Uniti Sweden AB“-ი ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიით მუშაობს და მსოფლიოში ამ მიმართულებით, ერთერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიაა. „საპარტნიორო ფონდისთვის“ საქართველოში ეკონოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მაღალტექნოლოგიური წარმოების წახალისება, მსოფლიოს თანამედროვე ნოუჰაუს ათვისება, დანერგვა და ამ დარგში სამუშაო ადგილების შექმნა  პრიორიტეტს წარმოადგენს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, „Uniti Sweden AB”-ის დამფუძნებელმა ლიუის ჰორნმა და „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელმა ვასილ კენკიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.