05:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Apple-მა სიღნაღში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
მანდარინის ექსპორტმა 26,775 ტონა შეადგინა

სიახლეები

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.6%-ს შეადგენს

 

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ზრდა წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-ია. ხოლო, 2017 წლის ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა.

 

პრემიერის თქმით, მთავრობას აქვს სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი:

 

"ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის თანამიმდევრულ და სტაბილურ განვითარებაზე. გვაქვს სტრატეგიული ხედვა და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სექტორის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში.

 

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმა მჭიდრო კავშირში იყოს ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევებთან. შესაბამისად, იმ პროფესიული სასწავლებლების დიდი ნაწილი, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება საქართველოში, ფოკუსირებული იქნება ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებსაც აქვს ზრდის ყველაზე უფრო დიდი პოტენციალი. აქაც განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ტურიზმის სექტორი.

 

მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქვეყნისთვის არის საქმიანი ტურიზმის განვითარება. საქმიანი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე, ამასთან ერთად, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის.

 

საქართველოს აქვს დიდი მომავალი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. ამ მხრივ უკვე არჩეული გვაქვს კონკურენტუნარიანი მიმართულებები. განვაგრძობთ ამ პაკეტის დამუშავებას, რათა არსებული შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დამატებითი ზრდა შემოვიტანოთ ჩვენ ტურისტულ სექტორში. ამ თვალსაზრისით, ტურიზმის განვითარების სტრატეგია მნიშვნელოვნად დაკორექტირდება.

 

სამედიცინო ტურიზმთან ერთად საქართველოს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს გამაჯანსაღებელ ტურიზმშიც. საინტერესოა, რომ საქართველოში გვაქვს 180-ზე მეტი ადგილი, რომლის ათვისება და განვითარება დამატებით ტურისტულ ნაკადს შესძენს ჩვენს ქვეყანას.

 

ასევე, დაგეგმილი გვაქვს, განვავითაროთ შეხვედრების ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ საქართველომ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალების მეშვეობით, საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს საკუთარი მიღწევები და გაუზიაროს მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რომელიც დღეს ინერგება ქვეყანაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის

25 მარ 2019კვირის გრაფიკი

  ჩამოსულ ტურისტთა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს...

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...