09:24 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აუდიტი: 112-მა 2017 წელს პრემია-დანამატების სახით ჯამში მილიონ ლარზე მეტი გასცა
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის უზენაესია გამოხატვის თავისუფლება

სიახლეები

საფრანგეთი 2019 წელს უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით ხვდება

 

 

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა არასანქცირებული პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. გამოსვლები საფრანგეთში 7 კვირაა გრძელდება.

 

მთავრობა მუშაობს ახალ კანონპროექტზე, რომელიც აკრძალავს აქციებზე ხულიგნობასა და ვალდალიზმს. გარდა ამისა, აიკრძალება სახის დაფარვა. მინისტრის თქმით, საფრანგეთის მასშტაბით 80 ათასზე მეტი სამართალდამცავია მობილიზებული, რათა პროტესტი არეულობაში არ გადაიზარდოს. 

 

5 იანვარს  პარიზში "ყვითელი ჟილეტების" განახლებულ აქციას სამთავრობო შენობაზე თავდასხმა და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა. სამართალდამცავებს რამდენიმე საჯარო მოხელის ევაკუაცია დასჭირდათ. სავარაუდოდ, სწორედ ამ მოვლენებთან არის დაკავშირებული მთავრობის ინიციატივა. 

 

ამ აქციებს, საერთო ჯამში, მინიმუმ 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა 1400-ზე მეტი ადამიანი.  ახალი კანონით, არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობა, მიტინგზე ნიღბით მისვლა ან ვანდალიზმი მკაცრად დაისჯება, ხოლო კანონდარღვევაში ერთხელ უკვე შემჩნეულ ადამიანებს პროტესტში მონაწილეობის მიღების უფლება საერთოდ აღარ ექნებათ.

 

ფილიპი ამბობს, რომ მათი სასჯელი უმეტეს შემთხვევაში ფულადი ჯარიმა იქნება, რადგან მიყენებულ ზარალს დამნაშავეების ნაცვლად „კეთილსინდისიერი გადასახადების გადამხდელები არ უნდა ანაზღაურებდნენ“.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...