04:06 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ეროვნული ბანკი: "თიბისი ბანკი" ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ვენესუელას პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიიწვიეს

სიახლეები

ევაკუატორებით მომსახურების სერვისიდან 112-სთვის მიღებულმა შემოსავალმა 2017 წელს 1,794,526.90 ლარი შეადგინა

 

2014 წლიდან19 სსიპ - „112“-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების უზრუნველყოფა. ასევე, სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომების მოწყობა-ორგანიზება საქართველოს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით ჩამორთმევას დაქვემდებარებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა დაცულ (საჯარიმო) სადგომზე გადაყვანისა და დგომის უზრუნველსაყოფად.

 

მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრულია ევაკუატორით გადაყვანისა და საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის საფასურები. ევაკუატორებით მომსახურების სერვისიდან მიღებულმა შემოსავალმა 2017 წელს შეადგინა 1,794,526.90 ლარი (შემოსულობის 14%). სსიპ - „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომები განთავსებულია თბილისის ორ სხვადასხვა რაიონში. (ერთი საკუთარი, ხოლო მეორე იჯარით აღებული).

 

სსიპ - „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომზე 2018 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, სულ 832 ავტომობილი ირიცხებოდა, რომელთა საჯარიმო გადასახდელი თანხა 1,118,045 ლარს შეადგენდა, ხოლო მათგან 428 ავტომანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე 2014-2016 წლებიდან ირიცხება (გადასახდელი საფასური - 859,815 ლარი). 

 

გამომდინარე იქიდან, რომ დაცულ (საჯარიმო) სადგომზე შეყვანილი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე და/ან უფლებამოსილი პირი არ იხდის გაწეული მომსახურების საფასურს, ავტომანქანა ხანგრძლივი ვადით რჩება სსიპ - „112“-ის საჯარიმო სადგომზე, რაც იწვევს ავტომანქანების ეტაპობრივ დაგროვებას და სადგომის არამიზნობრივ დატვირთვას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სსიპ - „112“-ს არ აქვს შესაძლებლობა, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე განახორციელოს სადგომზე არსებული (დარჩენილი) სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია და რეალიზაციიდან ამონაგები თანხით დაფაროს მისი მომსახურების საფასური.

 

2016 წელს სსიპ - „112“-მა დაცული (საჯარიმო) სადგომიდან სატრანსპორტო საშუალებების გაყვანისა და მათზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადახდის ამოღების მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს, საწყის ეტაპზე მხოლოდ 5 პასუხისმგებელი პირის (მესაკუთრეების) მიმართ. დღეის მდგომარეობით, 4 სატრანსპორტო საშუალებაზე მიმდინარეობს სასარჩელო წარმოება, ხოლო ერთ (1) სატრანსპორტო საშუალებაზე სასამართლო განხილვა დასრულებულია და სრულად დაკმაყოფილდა სსიპ - „112“-ის მოთხოვნა.

 

ავტომობილების თითქმის ნახევარი (დაახლოებით 400 ავტომანქანა), რომელიც დარჩენილია ავტოსადგომზე, წარმოადგენს ნივთმტკიცებას სისხლის სამართლის საქმეებზე. მანქანების ნაწილი იმდენად დაზიანებულია, რომ მესაკუთრეს არ უღირს მომსახურების საფასურის გადახდა მის წასაღებად. ამასთანავე, სასამართლო წარმოება თითოეულ საქმეზე დიდხანს გრძელდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, (მესაკუთრეებთან აქტიური, დროული კომუნიკაცია, ან/და გადაიხედოს საფასურის შემცირების პოტენციალი, მომზადდეს სარჩელები ერთდროულად), რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს მანქანების გადინება ავტოსადგომიდან და სსიპ - „112“-მა შემოსავლები დროულად მიიღოს.

 

 

სახელმწიფო აუდიტი

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.