01:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა 2018 წლის მიღწევები დაასახელა
რომან გოცირიძე: "თიბისი” ბანკზე შეტევით მორიგ დაუკრეფავში გადავიდა ხელისუფლება

სიახლეები

Washington Post: მარსზე შესაძლოა რქაწითელი გაშენდეს

 

საქართველო თავს ღვინის სამშობლოდ მიჩნევს. ლოგიკურია, რომ ისინი ცდილობენ, გაარკვიონ, ვაზის რომელი ჯიში გაიხარებს მარსზე, - წერს WP. 

 

კვლევა დაადგენს, როგორ გაუძლებს ვაზი რადიაციას, მტვერს და ა.შ. პროექტს სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის სა­ა­გენ­ტო ახორციელებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოში ცდილობენ შექმნან ვაზის ჯიში, რომელიც წითელი პლანეტის ბუნებრივ პირობებს შეეგუება და გაიხარებს.

 

"თუ ჩვენ ოდესმე მარსზე ვიცხოვრებთ, საქართველომ ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. დედამიწას ღვინო ჩვენმა წინაპრებმა აჩუქეს" - ციტირებს WP ნიკოლოზ დობორჯგინიძის, კოსმო­სუ­რი კვლე­ვის სა­გენ­ტოს დამ­ფუძ­ნე­ბლისა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მრჩე­ვლის სიტყვებს, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ხელძღვანელია. 

 

სააგენტო საგურამოში მდებარე ღვინის მუზეუმზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აქ 450-მდე ჯიშის ქართული ყურძენი იზრდება. 

 

მარსის ეკოსისტემის შესაბამისი ყურძნის ჯიშის ძიება სამყაროში 2016 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია SpaceX 2024 წელს მარსზე პილოტირებად მისიას გეგმავს, 10 წლით უფრო ადრე, ვიდრე ეს  NASA-ს ყველაზე ამბიციურ გეგმებშია გათვალისწინებული. 

 

მსგავს პროექტებზე სხვა ქვეყნებშიც მუშაობენ და ჯიში, რომელიც  მარსზე დაირგვება, 2022 წელს გახდება ცნობილი. 

 

ქართველი მეცნიერების ჯგუფი ვაზზე კვლევას მარსის მსგავს ლაბორატიულ პირობებში გეგმავს, სპეციალურ ვერტიკალურ ფერმაში, რომელიც უახლოეს მომავალში მოეწყობა, იქამდე კი ვაზის ჯიშებს თბი­ლი­სის ბიზ­ნე­სი­სა და ტექნოლოგი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (BTU) ლაბორატორიაში გამოსცდიან, მარსის მსგავს ნიადაგებში. 

 

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ წითელი პლანეტის პირობებს ყურძნის წითელ ჯიშებზე მეტად თეთრი ჯიშები შეეგუება. შესაძლოა ასეთი ჯიში "რქაწითელი" აღმოჩნდეს. "თეთრი ღვინოები, როგორც წესი, მეტად რეზისტენტულია", - ამბობს ლე­ვან უჯ­მა­ჯუ­რი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს მეღ­ვი­ნე­ო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დი­რექ­ტო­რი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული