00:13 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს საბანკო ასოციაცია: საბანკო სექტორი მუდმივად იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ
Washington Post: მარსზე შესაძლოა რქაწითელი გაშენდეს

სიახლეები

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა 2018 წლის მიღწევები დაასახელა

 

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა 2018 წელი შეაჯამა და წლის მთავარ მოვლენად და მიღწევად ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენის გამართვას ასახელებს.

 

“უკვე რამდენიმე თვეა ნიკო ფიროსმანს პიკასოს, შაგალის, მონესა და მუნკის გვერდით ნახულობს მთელი მსოფლიო. 2018 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ რომ ქართველი გენიოსის გამოფენა გახდა მსოფლიოს კულტურულ ცენტრში”, – წერია მუზეუმის ანგარიშში.

 

მიღწევებს შორის ასევე დასახელებულია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და საქართველოში ღვინის უძველეს წარმოებაზე ცნობები.

 

“უკვე ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტს და ადგილობრივ დამთვალიერებელს არაერთი საერთაშორისო გამოფენა შევთავაზეთ. რამდენიმე მათგანი მალევე იქცა “Blockbuster”-ად. მათ შორის ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ტიციანის, ბერნინისა და სხვა დიდი იტალიელი ოსტატების გამოფენები. არც თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს დავწყვიტეთ გული. ისევ და ისევ ეროვნულ გალერეაში მათ მიქელანჯელო პისტოლეტოს სარკეში დაინახეს თავიანთი თავი. ფილმების მოყვარულებმა ადრიან ტრანკვილის ბეტმენი გაიცნეს. ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას ფოტოგამოფენამ კი სიღნაღისა და თბილისის მუზეუმების სტუმრები მონუსხა”, – წერია ანგარიშში.

 

ეროვნული მუზეუმის ცნობით, არაერთი გამოფენა და საჯარო ლექცია მიეძღვნა 2018 წელს ისეთ, როგორებიცაა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წელი და კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი.

 

2018 წელს მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში პირველად გაიმართა „მუზეუმის ფორუმი” – შეიქმნა სასაუბრო პლატფორმა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

 

2018 წელს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 215 ღონისძიება გაიმართა: 38 ადგილობრივი და 20 საერთაშორისო გამოფენა ეროვნული მუზეუმის თბილისისა და რეგიონულ მუზეუმებში, ჩატარდა 38 საგანმანათლებლო პროგრამა, 35 საჯარო ლექცია და საერთაშორისო კონფერენცია. გასული წელი დატვირთული იყო სამეცნიერო კვლევებით, არქეოლოგიური აღმოჩენებით, წიგნის პრეზენტაციებით, ფილმის ჩვენებებით, სიმფონიური ორკესტრის კონცერტებით და სხვა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული