00:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თოვა იმატებს. რა მდგომარეობაა გზებზე?
საქართველოს საბანკო ასოციაცია: საბანკო სექტორი მუდმივად იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ

სიახლეები

დონალდ ტრამპი: დემოკრატებთან მოლაპარაკება დროის კარგვაა

 

აშშ-ის პრეზიდნეტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში დემოკრატების ლიდერებთან შეხვედრა სწრაფად დატოვა.  

 

შეხვედრას პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, ნენსი პელოსისთან და სენატში დემოკრატების ლიდერთან,  ჩაკ შუმერთან, მართავდა. თუმცა, როგორც ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, დიალოგმა არავითარი შედეგი არ გამოიღო. 

 

მან კონგრესის წარმომადგენლებისგან ცივი უარი მიიღო მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით. 

 

"ახლახანს დავტოვე შეხვედრა ჩაკთან და ნენსისთან, უბრალოდ დრო დავკარგე", - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. ტრამპმა ჰკითხა დემოკრატებს, გამოუყოფდნენ თუ არა ისინი ამ კედლის ასაგებად საჭირო სახსრებს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის მუშაობას აღდგენდა:

 

"ნენსიმ მითხრა: არა. მე მათ დავემშვიდობე. ჯერჯერობით, არაფერი არ მუშაობს", - წერს ტრამპი. შეხვედრას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტიც ესწრებოდა, რომელმაც დაადასტურა, რომ შეხვედრა ხანმოკლე იყო და დონალდ ტრამპმა ის სწრაფად დატოვა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული