23:17 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
TBC ჯგუფის აქციები ლონდონის ბირჟაზე 5.38%-ით დაეცა
თოვა იმატებს. რა მდგომარეობაა გზებზე?

სიახლეები

ჯანმო: „ვაქცინა, რომელიც სახელმწიფომ შემოიტანა არის პრევენციის ერთადერთი საშუალება"

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ სეზონური გრიპის თემაზე პრესკონფერენცია გამართა.

 

მისი განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება არ არის გამორჩეული სხვა ქვეყნებისგან, მსგავსი მონაცემებია ჩრდილოეთ ამერიკის, კანადის და ევროპის რეგიონის ქვეყნებში, ასევე მეზობელ სახელმწიფოებში.

 

ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ვირუსის პრევენციის გზებზე და ვაქცინაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა, თუმცა განმარტა რომ ვაქცინაცია რამდენადმე დაგვიანებულია. აცრის ჩასატარებლად საუკეთესო პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება.

 

„ვაქცინა, რომელიც სახელმწიფომ შემოიტანა არის მაღალი ხარისხის და ის არის პრევენციის ერთადერთი საშუალება. ვაქცინა, რომელიც საქართველოში გამოიყენება არის ჯანმოს მიერ რეკომენდირებული და სრულად ფარავს იმ ვირუსებს , რაც ამ დროისთვის ქვეყანაშია გავრცელებული.“- განაცხადა მარიან ივანუშამ რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს რიცხვი არ არის გადაჭარბებული და მოსალოდნელ ზღვარში ჯდება. „ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, რადგან მონაცემები ახლა შემოდის, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ევროპის რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 70 ათასი ადამიანი იღუპება გრიპის ვირუსით. სწორედ ამიტომ არის მიჩნეული ეს საკმაოდ სახიფათო დაავადებად.“ - განმარტა ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

 

მარიან ივანუშამ მოსახლეობას რეკომენდაციებითაც მიმართა და მოუწოდა გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე პაცინტებმა ოჯახის ექიმს მიმართონ და ანტივირუსული მედიკამენტები თვითნებურად არ მიიღონ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული