03:58 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მსოფლიო ბანკი: წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0 პროცენტამდე გაიზრდება
TBC ჯგუფის აქციები ლონდონის ბირჟაზე 5.38%-ით დაეცა

სიახლეები

"TBC ბანკის" საქმეში ნახსენები კომპანიების მეწილე პირველ კომენტარს აკეთებს

 

"თიბისი ბანკის" საქმეში, პროკურატურის განცხადებით, ფიგურირებს ორი კომპანია: შპს „სამგორი თრეიდი“ და შპს „სამგორი M”, რომელთა უმსხვილესი მეწილეც ბიზნესმენი ვახტანგ წერეთელია.

 

ამ დრომდე ის კომენტარს არ აკეთებდა აშნიშნულ საქმეზე, ახლა კი დუმილს არღვევს და განცხადებას facebook-ის საშუალებით ავრცელებს.

 

ბიზნესმენს არალოგიკურად მიაჩნია ის, რომ აქამდე პროკურატურას გამოკითხვაზე არ დაუბარებია:

 

„მთელი დღეა, მიზანმიმართულად არ დავწერე არაფერი ,,TBC ბანკის“ ამბავზე... ველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა პროცესები და განვითარდა ძალიან სასაცილოდ, ძალიან ანეგდოტურად - პროკურატურა სერიოზული სახით ამბობს გამოძიება მიდისო და დავკითხეთ ყველა ფიგურანტიო. რა მაინტერესებს იცით? იმ ორი კომპანიიდან, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს ვფლობ მე, თანაც ძალიან სოლიდურს. რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე; აი, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე... თუ აქ რაღაც სხვა, მიღმა ამბავი არაა, წესით, მე ხომ უნდა დავებარებინე ვინმეს? მგონი, საბუთებში არც ჩაუხედავთ... ამ ჩემი სტატუსის მერე კი, როცა ჩემგანვე აღმოაჩენენ, რომ თურმე გამოსაკითხი ვარ, ალბათ დამიბარებენ... ნუ,მინიმუმ ყავაზე მაინც... სასწაული გამოძიება ჩაუტარებიათ, სასწაული“ - წერს წერეთელი სოციალურ ქსელში. 

 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 

 
გამოძიებით დადგენილია, რომ  2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა,  ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს.  2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს  სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.