01:11 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი მიმდინარე პროცესებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
მაკკენზი ბეზოსი ქმართან განქორწინების წყალობით სამყაროს უმდიდრესი ქალი ხდება

სიახლეები

საბაჟო გამშვები პუნქტები „ყაზბეგი“ და ,,კარწახი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დარიალის ხეობაში დიდთოვლობის გამო საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ზვავსაშიშროების გამო შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.

 

დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

 

ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,კარწახი“. ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1- კმ36.5 მონაკვეთში, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ვითარების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდება.

 

გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი  - „LIVE კამერა“,  აღნიშნული სერვისის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, შეუძლია თვალი ადევნოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, მათ შორის სგპ ,,ყაზბეგში” არსებულ ვითარებას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული