04:08 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2018 წელს აჭარას 2 მილიონამდე ტურისტი ეწვია
რეკომენდაციები გრიპთან დაკავშირებით

სიახლეები

გაყიდვადი ექსტრემიზმი: როგორ ერწყმის ნაციონალიზმი მოდას

 

CNN: გაქრა რუსი სქინჰედის იმიჯი - გადაპარსული თავით, შავი სამხედო ბათინკებითა და ჯარისკაცული ქურთუკით. სამაგიეროდ, მეინსტრიმულ მოდაში ახალი იმიჯები გაჩნდა, რაც არანაკლებ მძაფრი და რადიკალური საზოგადოებრივი მოძრაობებით არის ინსპირირებული. 

 

ექსტრემისტული სიმბოლოებით გაჟღენთილი მოდური სამოსი ხშირად თავის თავში კოდირებულ ნიშნებს გულისხმობს და სპორტულ მაისურებსა და ქუდებს მოსიარულე ბილბორდებად და ექსტრემიზმის პროპაგანდად აქცევს. 

 

ასეთი სამოსი განსაკუთრებით პოპულარულია აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში. ტანსაცმელი ხშირად უმაღლესი ხარისხის ქსოვილისგან არის შეკერილი და ასეთივე მაღლი ხარისხის დიზაინერულ ნამუშევარს წარმოდგენს. მსგავსი სპორტული მაისურის ღირებულება შეიძლება 35 აშშ დოლარსაც აჭარბებდეს. 

 

გერმანელი ულტრა-მემარჯვენე ახალგაზრდები ანონიმურ ინტერვიუებში აღიარებენ, რომ ასეთი სამოსი შორს არის მხოლოდ მათი იდენტობის გამოხატვისგან და მათ მობილიზებასა და პრაქტიკული მიზნების შესრულებაში ეხმარება. 

 

ახალგაზრდა ულტრამემარჯვენეები და ნაციონალისტები აღიარებენ, რომ ხშირად მსგავს სამოსს შეკრებების დროს ერთგვარ ბილეთებად და შიდა წრეში ცნობილი მესიჯების ერთმანეთისთვის გადასაცემად იყენებენ. 

 

მაგალითად, პოპულარული მაისურები წარწერით "2YT4U", იშფრება როგორც "too white for you" (ზედმეტად თეთრი შენთვის). ძოწისფერ მაისურზე თეთრი ასოებით გაკეთებული წარწერა "თეთრი ჩემი საყვარელი ფერია" ასევე მათ ფარულ კოდსა და რასიზმის "ქადაგებას" წარმოადგენს. 

 

ცუდი ის არის, რომ ეს ქვეტექსტი სამოსს ახალგაზრდების თვალში მისტიციზმს სძენს და ამის გამო პოპულარიული ხდება, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ეს ახალგაზრდები რადიკალური მოწოდებების. 

 

გაცილებით ღია და შეუფარველია ნაციონალიზმისა და პროტესტის იდეის მატარებელი იკონოგრაფიით დატვირთული მაისურები, წარწერებით - "Rising Storm," "Warrior" და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური მოძრაობები მოდის მნიშვნელოვან ნაწილს განსაზღვრავენ.

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.