00:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან პასუხი გასცენ აღნიშნულ ტრანსაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას
ტესტი: შეამოწმე, რამდენად სწორად განკარგავ შენს ფინანსებს?

სიახლეები

ნიკოლოზ გაგუა: მსოფლიო ბანკის შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში

 

„მსოფლიო ბანკის საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზს, საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და 2019-2021 წლებში დაგეგმილი ინიციატივები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშის კომენტირებისას.

 

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში საშუალო ზრდა 5.1 პროცენტი იქნება.

 

„ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ენდობიან ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და მმართველობით სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, მიუხედავად, ზოგადად, რეგიონში მიმდინარე პროცესებისა. მსოფლიო ბანკის შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში. ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური პოლიტიკა, გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდეს მომავალ პერიოდშიც,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0%-მდე გაიზრდება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ, ასევე ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული