04:06 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რა ევალებათ და რა ეკრძალებათ ცოლებს ისლამურ ქვეყნებში
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან პასუხი გასცენ აღნიშნულ ტრანსაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას

სიახლეები

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება

 

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება.  რეფორმის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებისა და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას   თავად ახორციელებს.

 

რეფორმის მიმდინარეობისას მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი შემდეგი სერვისები:  საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

 

მიწის რეფორმის ამოქმედებიდან გამარტივებული პროცედურებით უკვე 594 ათასზე მეტი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა. საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში  საჯარო რეესტრიდან ამ ეტაპზე,  26 ათასზე მეტი განცხადებაა გაგზავნილი, ხოლო  63 ათასზე მეტ განცხადებაზე საჯარო რეესტრი მოქალაქის ნაცვლად  უფლებისდამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში თავად იძიებს.    ასევე სადავო მიწის ნაკვეთებზე  ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი მოქალაქეებს თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 1443 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა.  (მუდმივად განახლებადი მონაცემები განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე https://napr.gov.ge/chart ).

 

მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომლის შესაბამისად მიწის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, 2016  წლის 1 აგვისტოდან  შევიდა ძალაში.    ცვლილება რეფორმის 2019 წლის 1 ივლისამდე გაგრძელების შესახებ  უკვე შესულია  შესაბამის კანონში  „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“  და გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეში“: https://matsne.gov.ge/document/view/3306633?publication=4&fbclid=IwAR23IrasnhnF_eCp-CPa35GTDklrrPoks_g2jPTbYvoQOfPZ603zEYvMyoo .

 

მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.