05:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კანადაში დასაქმების მსურველებს ახალი შანსი ეძლევათ
მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება

სიახლეები

რა ევალებათ და რა ეკრძალებათ ცოლებს ისლამურ ქვეყნებში

 

ისლამურ სახელმწიფოებში, გათხოვების შემდეგ ქალის მთავარი ვალდებულება ქმრის მორჩილებაა. ქალმა არ უნდა დაიჩივლოს ქმართან დაკავშირებით თავის მშობლებთან და არ გაიტანოს სახლის ზღურბლს გარეთ ცოლ-ქმრული ცხოვრების დეტალები. გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როცა მამაკაცი სჩადის რამე ისეთს, რაც ეწინააღმდეგება შარიათს: უკრძალავს ცოლს თავსაბურავის ტარებას, არღვევს რამადანს და ა.შ. 

 

არსებობს გამოთქმა: "ორი ადამიანის ლოცვა მათ თავებს ზემოთ არ ადის - ესაა გაქცეული მონა და დაუმორჩილებელი ცოლი". ქალი ვალდებულია ყოველთვის დააკმაყოფილოს ქმრის სექსუალური მოთხოვნილებები, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამის უფლებას რელიგიური კანონიკა არ აძლევს. 

 

ქალი, როგორც წესი, არ უნდა გავიდეს სახლიდან მეუღლის ნებართვის გარეშე. ჰადისში ნათქვამია: "ქალს, რომელსაც ალაჰის რწმენა აქვს, არ აქვს უფლება, სახლი მეუღლის თხოვნის გარეშე დატოვოს". 

 

ქალს ევალება შეინახოს და გაუფრთხილდეს ქმრის ქონებას მის არყოფნაში. მას არ აქვს უფლება, გასცეს რაიმე, თუ ქმარი შინ არ არის და ეს მისი თანხმობას გარეშე ხდება. ქალი კამყოფილი უნდა იყოს იმით, რაც მეუღლეს შინ მოაქვს და მადლობას უხდიდეს მას ამისთვის. 

 

თუ ქმარი უკმაყოფილოა ცოლით, ამისთვის ქალმა ბოდიში უნდა მოიხადოს. ცოლმა პატივი უნდა სცეს და დაემორჩლოს ქმრის ნათესავებს, ჩათვალოს მისი მშობლები თავის მშობლებად. 

 

გარდა ამისა, ქალი ვალდებულია გააკეთოს სახლის საქმეები - დაალაგოს, მოამზადოს საჭმელი, დარეცხოს და .ა.შ. ქალმა უნდა გაზარდოს შვილები, ასწავლოს მათ რელიგიის სიყვარული. 

 

რასაკვირველია, ყველა კანონმა დროს ვერ გაუძლო. საუდის არაბეთში ბოლო წლებში ქალების მიმართ მიდგომა შეიცვალა: მათ მოიპოვეს ავტომობილის მართვის უფლება, სტადიონებზე შესვლის უფლება, ძლოვან სტრუქტურებში დასაქმების უფლება და ა.შ. 

 

მიუხედავად ამისა, მათ კვლავ არ შეუძლიათ: თავისი ნებით შეუკვეთონ პასპორტი, გავიდნენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, განქორწინდნენ, გახსნან საბანკო ანგარიში, გაიკეთონ დაგეგმილი ქირურგიული ოპერაცია და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება. 

 

კიდევ უფრო მძიმეა ქალების მდგომარეობა ირანში. ღალატისთვის, გენდერული აღრევისთვის (უცხო მამაკაცების გარემოში ტრადიციული სამოსის გარეშე გამოჩენა) და სხვა დანაშაულებისთვის რამდენიმე ქვეყანაში ქალებს კვლავ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის

25 მარ 2019კვირის გრაფიკი

  ჩამოსულ ტურისტთა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს...

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...