08:01 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზეა
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სიახლეები

ნიკოლას მადუროს ლეგიტიმაცია საერთშორისო საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს

 

ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ნიკოლას მადურო მეორე 6 წლიანი ვადით გახდა ქვეყნის მმართველი, თუმცა მისი, როგორც პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია საერთაშორისო საზოგადოებაში სერიოზულ კითხვებს აჩენს. 

 

მადურომ საპრეზიდენტო ფიცი ქვეყნის უზენაეს სასამართლოში მიიღო და არა ნაციონალურ ასამბლეაში, როგორც ეს კონსტიტუციით არის გაწერილი. საქმე იმაშია, რომ 2015 წლის დეკემბრის შემდეგ ასამბლეას ოპოზიცია აკონტროლებს. 

 

ინაუგურაციას მხოლოდ ბოლივიის, კუბის, ნიკარაგუას, სალვადორისა და თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ლიდერები ესწრებოდნენ. 

 

ნიკოლას მადუროს არაღიარების ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს: არტგენტინის, ბრაზილიის, გვატემალას, ჰონდურასის, კანადის, კოლუმბიის, კოსტა-რიკის, პანამის, პარაგვაის, პერუს, სენტ ლუისის, ჩილესა და სხვა მეზობელი ქვეყნების ლიდერებმა. 

 

ასეთივე დოკუმენტი მიიღო  ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციამაც, 19 ხმით 0-ის წინააღმდეგ. ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას არ აღიარებს და მის პრეზიდენტობას უკანონოდ მიიჩნევს საქართველოც. 

 

მადუროს ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე, 9 იანვარს, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრა და განახლებულ შავ სიაში ამ ქვეყნის 23 კომპანია და 7 მოქალაქე შეიყვანა.

 

შეგახსენებთ, 2018 წლის დასაწყისის შემდეგ, ინფლაციამ ვენესუელაში 1000000%-ს მიაღწია. ვენესუელაში არსებული კორუფციის, ძალადობისა და ფინანსური კრიზისის ფონზე, ბოლო წლებში წლებში ქვეყნიდან ემიგრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი