23:50 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" მონაწილეებმა საფრანგეთში საგზაო კამერების 60% დააზიანეს
"შათდაუნის" გამო ტრამპი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აღარ გაემგზავრება

სიახლეები

არსებული მონაცემებით გრიპის დაავადების დინამიკა მცირდება

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს. დავით სერგეენკომ და ამირან გამყრელიძემ გრიპის ვირუსის შესახებ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, არსებული მონაცემებით გრიპის დაავადების დინამიკა მცირდება . 

 

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობას , ის 616-დან 845 შემთხვევამდე გაიზარდა. მოცემული მომენტისთვის რეანიმაციაში მოთავსებულია 45 პაციენტი, რაც იმის მანიშნებელია , რომ დაავადება საკმაოდ სერიოზულია და მას პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. 

 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, გრიპის ვირუსით გამოწვეული გრიპოზული ავადობა 20-30% -ით რთულდება სერიოზული პათოლოგიით და მათ შორის ფატალური შედეგით. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა დაინტერესებულ პირებს ცენტრის ვებ-გვედზე www.ncdc.ge შეუძლიათ. ჯანმოსა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით გრიპით და გრიპის გართულებებით წლის განმავლობაში მსოფლიოში 300 000-დან 600 000 ადამიანამდე იღუპება . გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობის საერთო სტატისტიკა კი 0,3-1% - მდე მერყეობს.

 

უწყებების ხელმძღვანელების განცხადებით, დღეის მდგომარეობით პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებს 800 კოლოფი "ტამიფლუ" გადაეცათ და აღნიშნული მედიკამენტები უფასოდ გაიცემა. ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ორსულების გარდა , ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეები იღებენ. რაც შეეხება პირბადეების დეფიციტს , ის აფთიაქებში რამდენიმე საათში აღმოიფხვრა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული