04:28 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირანი აშშ-ის სანქციების დაცვას არ აპირებს
არსებული მონაცემებით გრიპის დაავადების დინამიკა მცირდება

სიახლეები

მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" მონაწილეებმა საფრანგეთში საგზაო კამერების 60% დააზიანეს

 

მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" მონაწილეებმა  საფრანგეთში საგზაო ვიდეოკამერების 60% გამოიყვანეს მწყობრიდან, განაცხადა ქვეყნის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანემ. 

 

მინისტრის თქმით, ვანდალიზმის ეს მასშტაბური აქტი ადამიანების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და საგზაო მოძრაობას მნიშვნელოვნად აფერხებს.

 

აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ვიდეოკამერები მოსახლეობიდან "ფულის გამოძალვისთვის" (იგულისხმება ვიდეოჯარიმები) გამოიყენება. პროტესტის მონაწილეები კამერების ლინზებს საღებავით ღებავენ, რაც მათ ექსპლუატაციას შეუძლებელს ხდის. 

 

ქვეყნის მასშტაბით 3200 ასეთი კამერაა განთავსებული. მინისტრის განცხადებამდე ამ პრობლემის მასშტაბები ცნობილი არ იყო. ეს კამერები, ძრითადად, მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბების დასაფიქსირებლად გამოიყენება. 

 

გასულ წელს მთავრობამ მაგისტრალებზე დასაშვები სიჩქარის ზედა ზღვარი 90 კმ/სთ-დან 80 კმ/სთ-მდე დაწია, რამაც სიჩქარის გადაჭარბების გამო ჯარიმების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის

25 მარ 2019კვირის გრაფიკი

  ჩამოსულ ტურისტთა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს...

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...