04:29 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბრიტანეთი Brexit-ის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის დაფინანსებას განაგრძობს
„ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს

სიახლეები

პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით Huawei-ს ადგილობრივი განყოფილების დირექტორი დააკავეს

 

კომპანია Huawei-ს პოლონური განყოფილების ერთ-ერთი დირექტორი და ქვეყნის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის (ABW) ყოფილი მაღალჩინოსანი პოლონეთში შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს, ინფორმაცია პოლონეთის სახელმწიფო ტელეარხმა გაავრცელა.  

 

მათი ცნობით,  ორივე ადამიანი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი და მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია სწორედ ABW-მ განახორციელა. ორივე მათგანს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. 

 

დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. უკვე ჩატარდა მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. გარდა ამისა გაიჩხრიკა Huawei-ს ადგილობრივი ოფისი და ამოღებულ იქნა დოკუმენტაცია. 

 

დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ. დღეს პოლონეთის შს სამინისტროში მივიდა ჩინეთის ელჩის მოადგილე, რომელმაც დაკავების შესახებ ინფორმაციის გადაცემა და მათთან კონტაქტის უფლება მოითხოვა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის

25 მარ 2019კვირის გრაფიკი

  ჩამოსულ ტურისტთა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს...

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...