04:11 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
New York Times: 2019 წელს ბათუმს უნდა ეწვიოთ
ბრიტანეთი Brexit-ის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის დაფინანსებას განაგრძობს

სიახლეები

საქართველოს მაკროეკნომიკური განვითარების 6 სცენარი

 

საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტს თან ერთვის დოკუმენტი, რომელიც 2018-2021 წლების ფისკალური რისკების ანალიზს წარმოადგენს.

 

დოკუმენტის ერთ-ერთი პარაგრაფი განიხილავს საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარების 6 შესაძლო სცენარს.

 

 

სცენარი 1 - საბაზისო სცენარი, ეყრდნობა თითოეული საწარმოს ფინანსურ პროგნოზებს მიმდინარე და მომდევნო წლებისთვის (2018-2022);

 

სცენარი 2 - უშვებს მშპ-ს მწვავე შოკს, რაც შეადგენს 2019-2020 წლებისთვის მშპ-ს ზრდას მხოლოდ 1.5% და 1.9%-ით შესაბამისად (საბაზისო სცენართან შედარებით, რომელიც 2019 წლისთვის ითვალისწინებს 4,6%-იან და 2020 წლისთვის 5%-იან ზრდას), სხვა დაშვებების უცვლელად დარტოვების პირობებში;

 

 სცენარი 3 - უშვებს გაცვლითი კურსის მწვავე შოკს ლარის სხვა ვალუტებთან 37%-ით გაუფასურებით 2019 წლისთვის და შემდგომ ნაწილობრივი გაჯანსაღებით, სხვა დაშვებების უცვლელად დატოვების პირობებში;

 

სცენარი 4 - უშვებს საპროცენტო განაკვეთის მწვავე შოკს, რაც გამოიხატება საპროცენტო განაკვეთის 200 საბაზისო ერთეულით (2%-იანი ზრდით) ზრდით 2019 წელს და შემდგომ პერიოდში გაზრდილი მაჩვენებლის შენარჩუნებით, სხვა დაშვებების უცვლელად დატოვების პირობებში;

 

სცენარი 5 - უშვებს სამივე მაკროენომიკური ცვლადის შოკს ერთდროულად (მშპ, გაცვლითი კურსი, საპროცენტო განაკვეთი), შოკების მაგნიტუდისა და ხანგრძლივობის 2-4 სცენარებში აღწერილის შესაბამისად;

 

სცენარი 6 - უშვებს სცენარი 2-ში აღწერილ მშპ-ს ზრდის შოკზე კიდევ უფრო მწვავე შოკს, რაც გამოიხატება მშპ-ს ზრდის 5%-იანი შემცირებით 2019 წლისთვის (საბაზისო სცენარში მშპ-ს 5%-იან ზრდასთან შედარებით), სხვა დაშვევების უცვლელად დატოვების პირობებში.

 

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2-5 სცენარებში დაშვებები ეყრდნობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოზე შედგენილ ვალის მდგრადობის ანალიზს (DSA), ხოლო მე-6 სცენარში მოცემული დაშვება - ფისკალური სტრეს-ტესტის ანალიზს.

 

DSA-ს სცენარები ეყრდნობა საქართველოს ეკონომიკის ისტორიულ სტატისტიკურ მონაცემებს და შოკად იღებს ბოლო 10 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველაზე მწვავე რყევებს მშპ-ში, გაცვლით კურსსა და საპროცენტო განაკვეთებში.

 

აუცილებელია ხაზი გაესვას, რომ 2-6 სცენარებში მოცემული დაშვებები არ წარმოადგენს IMF-ის ხედვას საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროგნოზების შესახებ მომავალ წლებში.

 

ნაცვლად ამისა, სცენარები იძლევა საშუალებას (საქართველოს უახლეს წარსულზე დაყრდნობით), გამოისახოს ის შედეგები რაც შეიძლება დადგეს მწვავე შოკების ეკონომიკაზე ზეგავლენის შედეგად. სცენარების მიზანია გაზომოს აღნიშნული მწვავე შოკების რეალიზების შემთხვევაში გავლენა სახელმწიფო საწარმოებზე და მათ ფაქტიურ მფლობელზე - სახელმწიფოზე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის

25 მარ 2019კვირის გრაფიკი

  ჩამოსულ ტურისტთა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს...

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...