13:36 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებდა
პარიზის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა

სიახლეები

საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა

 

2019 წლის 11 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევითი ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ინდოეთის მხრიდან - ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სამინისტროს დამატებითი მდივანი და ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი ბიდიუტ ბეჰარი სვეინი.

 

შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა დოკუმენტს აღნიშნული კვლევის დასრულებასთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, რომ ინდოეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ექნება პოზიტიური ეფექტი მხარეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და ორმხრივ საქონლით ვაჭრობაზე, ასევე დადებით გავლენას იქონიებს მომსახურებით ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობაზე, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, კვლევის მთავარი შედეგის მიხედვით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განხორციელებადი და ორმხრივად მომგებიანი იქნება. ეს დასკვნა ეფუძნება საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობის და ინვესტიციების პოტენციალის შეფასებას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში. ამასთან, აღნიშნული კვლევა იძლევა რეკომენდაციას მხარეებმა სავაჭრო მოლაპარაკების კომიტეტის შექმნის გზით დაიწყონ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე.

 

ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის ბიდიუტ ბეჰარი სვეინის განცხადებით, “ჩვენ შევაჯერებთ კვლევის შედეგებს და მას შემდეგ, რაც ინდოეთისა და საქართველოს მთავრობები შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ,  დარწმუნებული ვარ, რომ მალევე დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობას.“

 

შესაბამისად, კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს და ინდოეთის მხარეები შეთანხმდნენ, უმოკლეს ვადაში განახორციელონ შესაბამისი შიდა პროცედურები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიზნით.

 

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ინდოეთში ექსპორტის შესაძლო ზრდა  განისაზღვრა ისეთ სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მადნები, წიდა და ნაცარი, მეტალურგიული ნაწარმი, სამედიცინო პროდუქცია, ღვინო და სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ა.შ.  ხოლო, ინდოეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდა ნავარაუდებია შემდგომ პოზიციებზე: ცემენტი, მადნები, მინერალური საწვავი, პლასტმასის ნაწარმი, ელექტრომოწყობილობები და სხვა.

 

მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით კვლევის მიხედვით, ურთიერთმომგებიანი სავაჭრო პოტენციალი არსებობს ბიზნეს და პროფესიონალური მომსახურების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული, ტურიზმის, აუდიო-ვიზუალური და მომსახურების სხვა  სექტორებში.

 

გარდა ამისა, ინვესტიციების სფეროში კვლევა გამოყოფს ინდოეთიდან საქართველოში ინვესტიციებისათვის მიმზიდველ პოტენციურ სექტორებს, მათ შორის ფერმერული მეურნეობის, ფარმაცევტულ, მეტალურგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის, აუდიო-ვიზუალურ, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი და სხვა სექტორებში. საქართველოდან ინდოეთში პოტენციურ საინვესტიციო სფეროებს წარმოადგენს ტურიზმის, განათლებისა და მეღვინეობის სექტორები.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული