სიახლეები
ავტორიტეტულმა კვლევითმა ორგანიზაცია "worldatlas''-მა საქართველო მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად დაფინანსებული საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყნის განათლების სისტემაზე ყველაზე მეტად ამ სფეროში ქვეყნის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა და მისი მშპ-სთან შესაბამისობა მეტყველებს. საუბარია ხარჯებზე, რომელიც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორს უჩენს საგანმანათლებლო სტიმულებს.
ეს ხარჯები მოიცავს დამატებით მომსახურებებსაც, მაგალითად - კვლევებს, რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულებები მიმართავენ.
საქართველო საგანმანათლებლო ხარჯების სიმცირით მსოფლიოში 25-ე ადგილზეა. განათლების სისტემაში მშპ-ის 2,7%-იანი ხარჯით საქართველო სიერა ლეონეს, კამბოჯას, პერუს, ჩადისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკების გვერდით დგას.
ყველაზე ცუდი მდგომარეობა არის გვინეაში, მიანმარში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ზამბიაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, გაიაზრონ, რომ ძლიერი საზოგადოება განათლების სისტემაზე დგას და განათლების სისტემა ქვეყნის წარმატებული მომავლის საწინდარია.
worldatlas-ის ექსპერტების აზრით, საქართველომ და მსგავსმა ქვეყნებმა განათლებაში დახარჯული ფულის მოცულობა უნდა გაზარდონ.
მსგავსი სიახლეები

5 ივნ 2019საერთაშორისო
ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5 ივნ 2019საერთაშორისო
სი ძინპინი რუსეთს ეწვია

5 ივნ 2019საერთაშორისო
ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს პარტია "უდარის" ლიდერობას სთავაზობს
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...