18:14 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ავტომობილებს, რომლებსაც ტექინსპექტირება არ გაუვლიათ, "ჭკვიანი კამერები" დააჯარიმებს
კომპანია Apple "ჭკვიანი ტანსაცმლის" დამზადებაზე მუშაობს

სიახლეები

ტრამპი: მომავალში ამერიკასა და რუსეთს კარგი ურთიერთობა ექნებათ

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება ამერიკისთვის სასარგებლო იქნება, და გამოთქვა იმედი, რომ ეს პოზიტიური ურთიერთობები აღდგება. 

 

"ამავე დროს, როგორც უკვე არაერთხელ მითქვამს, რუსეთთან საერთო ენის გამონახვა კარგი მოვლენა იქნება და არა ცუდი. წამით არ მეპარება ეჭვი, რომ  ერთხელ ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვექნება", - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა Twitter-ზე. 

 

ამასთანავე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამჟამად ის რუსეთის მიმართ იმაზე მკაცრ პოლიტიკას ატარებს, ვიდრე ამას ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში ან მისი რომელიმე სხვა წინამორბედი აკეთებდა. 

 

ამერიკის პრეზეიდენტი შეეხო მისი რუსეთთან შესაძლო კავშირის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსა და ამ საკითხისადმი მიძღვნილ New York Times-ში დაბეჭდილ სტატიას "ამორალური"  უწოდა. 

 

შეგახსენებთ, ტრამპმა სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერს, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს, გამოძიების ფარგლებში წამოჭრილ კითხვებზე წერილობითი პასუხი 2018 წლის ნოემბერში გასცა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული