11:49 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვენესუელა ლათინური ამერიკის 11 ქვეყანას მათ წინააღმდეგ შეთქმულებაში სდებს ბრალს
რა შედეგები გამოიღო სებ-ის წამახალისებელმა პოლიტიკამ?

სიახლეები

რას გეგმავს მთავრობა 2019 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად?

 

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება იანვრიდან დაიწყება. 2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაამტკიცეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

ღონისძიებათა გეგმა მოიცავს კიდევ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს, მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, გარდა იმისა, რომ ტექნიკით მოცვის არეალი გაფართოვდება, ფერმერები ინფორმაციას ამა თუ იმ დღეს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ.

 

კომისიამ ასევე შეაჯამა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში გასული წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაო, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს. აღინიშნა, რომ გაწეული ძალისხმევის შედეგად, მავნებლის გავრცელების არეალი არ გაზრდილა, გასული წლების გამოცდილებისა და სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული გეგმა კი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის.

 

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ამ პროცესში უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მნიშვნელობას, მათ შორს რეგიონულ დონეზე, რასაც, მთავრობის მეთაურის დავალებით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უზრუნველყოფს.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...