01:14 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პირველად ქართული ავეჯის კომპანიები საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას
დილა მშვიდობის

სიახლეები

საქართველოში ბენზინის ყველაზე დიდი მომწოდებელი ქვეყანა რუსეთია, ხოლო დიზელის საწვავის - აზერბაიჯანი

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2018 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  1098,9 ათასი ტონა, რაც 3,1  ათასი ტონით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს (1095,8  ათასი ტონა).

 

მათ შორის, 2018 წლის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  542,0  ათასი ტონა,  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 556,9  ათასი ტონა.

 

2018 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 379,5  ათასი ტონა ანუ 70,0%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 154,7 ათასი ტონა ანუ 28,5%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 7,8 ათასი ტონა ანუ 1,4%.

 

გასულ წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 292,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,6%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში, რომელმაც  ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.

 

მათ შორის, 2018 წელს ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 217,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 40,1%-ს შეადგენს, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 174,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,3%-ს შეადგენს.

 

მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად საწვავის მოხმარება არ გაზრდილა, ის მცირედით შემცირდა კიდეც, ვინაიდან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. აღნიშნული დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან. ზოგადად, საწვავის იმპორტი და მოხმარება კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა, რასაც ხელს უწყობს სატრანსპორტო პარკის ყოველწლიური ზრდა.

 

ცნობისათვის, საწვავის იმპორტი წლების მიხედვით შეადგენდა: 2014 წელი  -  9035,1 ათასი ტონა, 2015 წელი - 1036,0 ათასი ტონა, 2016 წელი - 1229.6 ათასი ტონა, 2017 წელი - 1095,8 ათასი ტონა, 2018 წელი - 1098,9 ათასი ტონა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი