05:40 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სემეკმა კომპენსაციის სახით მოქალაქეებზე 3.5 მილიონ ლარამდე გასცა
უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი

სიახლეები

ქვეყნებს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს: ჩინეთში კანადის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიესაჯა

 

ჩინეთის სასამართლომ კანადის მოქალაქეს ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო მისჯილი პატიმრობა  სასიკვდილო განაჩენით შეუცვალა. 

 

კანადელის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას საშინელსა და არაადამიანურს უწოდებს, ხოლო კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ პეკინს სიკვდილით დასჯის პრაქტიკის თვითნებურ და უპასუხისმგებლო გამოყენებაში დასდო ბრალი. 

 

რობერტ შელენბერგისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა კიდევ უფრო გააუარესებს კანადასა და ჩინეთს შორის ისედაც დაძაბულ დიპლომატიურ ურთიერთობებს, რომელიც Huawei-ს ფინანსური დირექტორის კანადაში დაკავების შემდეგ შეიცვალა უარესობისკენ. 

 

კანადის მოქალაქეს ჩინეთის სამსამართლომ 2018 წელს 15 წლით თავიფუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ახლა ჩათვალა, რომ განაჩენი ძალიან რბილია და ის უმაღლლესი ზომით შეცვალა. 

 

შელენბერგს 2014 წელს ჩინეთიდან ავსტრალიაში 227 კგ მეტამფეტამინის გადატანაში ედება ბრალი. ის 36 წლისაა და დანაშაულს არ აღიარებს. 

 

პრესის ინფორმაციით, ეს განაჩენი ერთგვარი შურისძებაა იმის გამო, რომ კანადაში რამდენიმე დღის წინ Huawei-ს ფინანსური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი ვანჩჟოუ მენი დააკავეს, ამერიკული მხარის მოთხოვნით. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...