00:17 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს 84 202 860 კვტ.სთ გამოიმუშავა
ქვეყნებს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს: ჩინეთში კანადის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიესაჯა

სიახლეები

სემეკმა კომპენსაციის სახით მოქალაქეებზე 3.5 მილიონ ლარამდე გასცა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულაციების საფუძველზე, 2018 წელს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომისიის მიერ მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილი და კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაცემული კომპენსაციების ჯამურმა ოდენობამ 3 474 364 ლარი შეადგინა.

 

2018 წლის განმავლობაში კომისიამ გამართა 116 საჯარო სხდომა და განიხილა 2469 საკითხი. მათ შორის, 891 საკითხი შეეხებოდა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს. უშუალოდ საჯარო სხდომებზე განხილვის შედეგად კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

„ელექტრონული ჟურნალის“ - მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის მონაცემების შესაბამისად, 2018 წლის განმავლობაში კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამურმა ოდენობამ შეადგენა 1 269 845 ლარი. მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში - 248 040 ლარი; ბუნებრივი გაზის სექტორში - 125 910 ლარი, წყალმომარაგების სექტორში - 895 895 ლარი. „ელექტრონული ჟურნალი“ ინოვაციური პროგრამაა, რომლის საშუალებით პირდაპირი დროის რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების შესრულებაზე. მათი დარღვევის შემთხვევაში კომპანიას წარმოეშვება აბონენტისთვის კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულება.

 

2019 წელს კომისია აგრძელებს მუშაობას მომსახურების ხარისხის სტანდარტების დახვეწაზე, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სერვისების გაუმჯობესებას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი