13:08 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს 84 202 860 კვტ.სთ გამოიმუშავა

სიახლეები

ბრიტანეთის პრესა: ქაოსი გვიახლოვდება, "Brexit" საფრთხეშია

 

დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა "ბრექსიტის" შეთანხმებას უნდა უყაროს კენჭი და უარყოს ან მხარი დაუჭიროს მას. უდიდესი ალბათობით, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ე.წ. "რბილი ბრექსიტის" გეგმას, რომელიც ტერეზა მეიმ ევროკავშირთან უკვე შეათანხმა.

 

ბრიტანული პრესა დღეს დილიდან მოვლენათა გავინთარების სხვადასხვა სცენარზე წერს. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემების სარედაქციო კომენტარები პროგნოზებზე მეტად ნეკროლოგებს ჰგავს:

 

Times შიშობს, რომ პარლამენტის მიერ ბრექსიტის გეგმის უარყოფა ქვეყანაში ხანგრძლივ "ქაოსს მოიტანს" და ამისთვის საზოგადოება მზად უნდა იყოს. 

 

Guardian წერს, რომ ქვეყანამ "მიმდინარე მოვლენებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს და არ გამოვიდეს იმ შეხედულებიდან, თითქოს მთელი მსოფლიო ბრიტანეთის პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული". "ბრექსიტმა ბრიტანეთის პოლიტიკურ კლასს სერიოზული გაკვეთილი ჩაუტარა: არ უნდა ჩაერთო ბრძოლაში, რომელშიც წინასწარ დამარცხებული ხარ", - აღნიშნავს სააგენტო.

 

Daily Telegraph წერს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პარლამენტი ბრექსიტის გეგმას უარყოფს, ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგება. 

 

კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ტერეზა მეი ბრიტანელებს მიმართავს. რასაკვირველია, მისი მიმართვის ტექსტი საპარლამენტო განხილვის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...