18:35 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისში 2019 წელს "ისუზუს" მარკის 220 ახალი ავტობუსი შემოვა
“პროგრამის მთავარი დანიშნულებაა,უშუალოდ მოსახლეობამ გადაწყვიტოს რა სჭირდება სოფელს”

სიახლეები

კახა კალაძე: ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და მუნიციპალიტეტმა დაგეგმილთან შედარებით, მეტი შემოსავლები მიიღო

 

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის 2019 წლის პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ გასული წელი კიდევ ერთხელ შეაჯამა და მიმდინარე წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.

 

თბილისის მერმა პირველ რიგში, მოადგილეებს, რაიონის გამგებლებსა და დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა სთხოვა.

 

„2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი ხარჯვით ნაწილში 98%-ზე მეტია, რისთვისაც მინდა, თბილისის მთავრობას, ზოგადად, მუნიციპალიტეტის სრულ შემადგენლობას და გამგეობებს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, აღნიშნული მიმართულებით, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და მუნიციპალიტეტმა დაგეგმილთან შედარებით, მეტი შემოსავლები მიიღო. ეს იყო დაახლოებით 103%, რაც 2018 წლის განმავლობაში, შემოსავლების სახით იქნა მობილიზებული და ქალაქის მოსახლეობას სხვადასხვა პროექტების განხორციელების სახით მოხმარდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელების პროცესში მყოფი პროექტები, მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარე წელი ციფრებში და თვალშისაცემი პროექტების კუთხით, გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.

 

„2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მიმდინარე წლის ბიუჯეტი ისტორიულია. პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ, ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს - ის დაახლოებით, მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 130-140 მილიონი ლარით მეტია, რაც ქალაქისთვის მეტ განხორციელებულ პროექტს ნიშნავს. მინდა წარმატებები ვუსურვო თბილისის მთავრობას და თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურას, ყველა თანამშრომელს 2019 წლის საქმიანობაში. ისევ და ისევ მაქვს მოქალაქეების თანადგომის და მხარდაჭერის იმედი - თანადგომის, რომელსაც გასული წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობდით. ეს ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც გვაძლევდა სტიმულს, ენერგიასა და შემართებას, რომ გვეკეთებინა ის, რაც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი