08:31 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქების 2019 წლის მსოფლიო რეიტინგში თბილისი 172-ე ადგილზეა
აშშ-ის ელჩი გერმანიაში პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს სანქციებით დაემუქრა

სიახლეები

 გუდაურში ფრენების განხორციელების ნებართვა „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ს მიენიჭა

 

გუდაურის საკურორტო ზონაში ოპერირებას კიდევ ერთი უცხოური კომპანია განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ზე ფრენების განხორციელების ნებართვა 15 იანვარს გასცა.

 

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, გერმანულ-ავსტრიული კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“, მიმდინარე წლის 31 იანვრიდან 18 მარტამდე, AS 350 B3-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით, გუდაურში „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება, რაც მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების ვერტმფრენიდან გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

 

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

 

„HTM Helicopter Travel Munich GmbH“ ვერტმფრენების მეორე უცხოური კომპანიაა, რომელიც წელს გუდაურის საკურორტო ზონაში ფრენებს განახორციელებს. ავსტრიული „Wucher Helikopter Gmbh“ ე.წ. „Heli-skiing” ტურებს 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურის, მესტიისა და გოდერძის საკურორტო ზონებში მოემსახურება.

 

აქვე ავღნიშნავთ, რომ ქართული კომპანიებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იგივე საქმიანობის განხორციელება დაშვებულია გამარტივებული პირობებით - ოპერირების დაწყებამდე ფრენის გეგმის (Flight Plan) მიწოდებით შპს „საქაერონავიგაციისთვის“.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული