22:09 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
9 ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ განახლებად ენერგიას გამოიმუშავებს
გია ნოდია "ბრექსიტიზე: „დიდი“ შეთანხმების გარეშე გამოსვლა და მერე ცალკეული ტექნიკური საკითხების ცალ-ცალკე მოგვარება ჩანს ყველაზე მოსალოდნელი სცენარი"

სიახლეები

კახა კალაძე: უპასუხისმგებლო კომპანიებმა ტენდერებში მონაწილეობა ვეღარ უნდა შეძლონ

 

კახა კალაძემ თბილისის რაიონის გამგებლებსა და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს მიმართა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თბილისის მერიის მიმართ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

„მინდა მივმართო მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის წინაამდეგ ბრძოლაში. მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილეთ, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ კორუფციის ნიშნებს შევამჩნევთ. ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რათა ყურადღებით ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშვნელოვანი პროექტები ჰქვია, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა გააჩნია, მზად ვართ, ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, მაგრამ არა კორუფციისა და კორუფციის სახით. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რომლის წინააღმდეგაც, მკაცრი ვიქნებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ასევე, შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა კომპანიებმა, რომლებმაც კონკრეტული პროექტების განხორციელებისას უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ვალდებულება არ შეასრულეს, ტენდერებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.

 

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხად სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულება რჩება. ავტობუსებთან დაკავშირებით ვგეგმავთ, რომ 2019 წელს მთლიანად ჩავანაცვლოთ არსებული პარკი და ახალი ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, მეტროსადგურების, ვაგონების და შემადგენლობების განახლება-რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კომპანიას, რომელიც მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა და თვითონ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იღებს ვალდებულებას, ეს სამუშაოები ბოლომდე მიიყვანოს. რა თქმა უნდა, ამ კომპანიის წინააღმდეგ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები, რომლებიც პროექტების განხორციელების დროს უპასუხისმგებლოდ იქცევიან.

 

„ჩვენც გვქონდა ამის მაგალითები, მათ შორის, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდა. საუბარია 50-მეტრიან მონაკვეთზე. მსგავსი დამოკიდებულება და უპასუხისმგებლობა კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი კომპანიები ჩვენს გვერდში არ უნდა იყვნენ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მათ ვეღარ შეძლონ ტენდერებში მონაწილეობა, რადგან ეს ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აფერხებს. შემდეგ მთელი პრეტენზია მუნიციპალიტეტზე მოდის და არავინ უყურებს იმას, რომ იქ რომელიმე კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა. ჩვენ   ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვიმოქმედოთ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი