03:22 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ-ის საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები მეორე თვეა უხელფასოდ მუშაობენ ან იძულებით შვებულებაში არიან
კახა კალაძე: უპასუხისმგებლო კომპანიებმა ტენდერებში მონაწილეობა ვეღარ უნდა შეძლონ

სიახლეები

9 ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ განახლებად ენერგიას გამოიმუშავებს

 

ქარისა და მზის ენერგიის დანადგარების ღირებულება დღითიდღე მცირდება და განახლებადი ენერგია ერთგვარი მეინსტრიმი ხდება. აუდიტორული კომპანია Deloitte წერს, რომ განახლებადი ენერგია ახლა სამყაროს მთავარი ტრენდია და შორს არ არის ის მომავალი, როცა ის პრაქტიკულად სრულად ჩაანაცვლებს სხვა წყაროებს. 

 

უამრავ ქვეყანაში წახალისებულია ბიზნესი, რომელიც სწორედ ამ ენერგიას მოიხმარს. დიდი ქვეყნები კი ცდილობენ, რომ ენერგეტიკულ პროგრესს არ ჩამორჩნენ განვითარებადი ქვეყნებიც. განახლებადი ენერგია ეკოლოგიური სიკეთეების გარდა ელექტროენერგიის ბაზარს უფრო მეტად კონკურენტულს ხდის, რაც, საბოლოოდ გაიაფებაში უნდა აისახოს. გთავაზობთ მსოფლიოს 9 ქვეყანას, სადაც ყველაზე მეტი "მწვანე ენერგია" გამომუშავდება:

 

ისლანდია განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუმცა აქ ქარისა და მზის ენერგიაზე მეტად უკინალურ ლანდშაფტსა და გეოთერმულ ენერგიას იყენებენ, რადგან ქვეყანა ვულკანურ ქანებსა და ცხელ წყლებზე დგას, რაც ისლანდიის 100%-ით გათბობისთვის არის საკმარისი. გეოთერმული ელექტროსადგურები ქვეყნის ელექტროენერგიის 30%-ს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, ეს ელექტროსადგურები ქვეყანაში ტურსიტების დამატებით ნაკადს იზიდავს. 

 

ნიკარაგუა - ცენტრალური აფრიკის ქვეყანა, სადაც  განახლებად ენერგიას უდიდესი მნიშვნელობა ექცევა. ქვეყნის მთავრობის ინფორმაციით, 2020 წელს ნიკარაგუას ენერგომოხმარების 90%-ს მზის, ქარისა და გეოთერმული ენერგია დააკმაყოფილებს. 

 

დიდი ბრიტანეთი ქარიანი რეგიონია და ქვეყნის მთავრობა ამას სწორად იყენებს. ბრიტანეთში ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ქვანახშირის თბოელექტროსადგურების მიერ გამოყენებულ ენერგიას აჭარბებს. არის ქარიანი დღეები, როცა შოტლანდია თავისი საჭიროების 100%-ს სწორედ ქარის ენერგიით აკმაყოფილებს. 

 

გერმანიას ღრუბლიანი ქვეყნის იმიჯი აქვს, თუმცა  მზის ენერგიის მოპოვება აქ 1990 წლის შემდეგ რვაჯერ გაიზარდა და 2015 წელს ქვეყანამ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, როცა ერთ მზიან დღეს ქვეყანაში დახარჯული ელექტროენერგიის 78% განახლებადი ენერგიის წყაროებით მოიპოვა. ქვეყნის მთავრობა ამ სექტორის სტიმულირებას ცდილობს.

 

უამრავი ექსპერტის აზრით, ურუგვაი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა გაკეთდეს რეფორმა სწორად: მთავრობამ და კერძო სექტორმა განახლებადი ენერგიის სფეროში ერთობლივი ინვესტიციები ყოველგვარი სუფსიდირებისა და სამომხმარებლო ხარჯების გაზრდის გარეშე განახორციელეს და ახლა ქვეყნის ენერგომოხმარების 95%-ს განახლებადი ენერგიის წყაროები აკმაყოფილებს. 

 

დანიას ამბიციური გეგმა აქვს, 2050 წლამდე ქვეყანა საწვავსა და ნავთობპროდუქტებზე უარის თქმას აპირებს. 2020 წელს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგია ქვეყნის მოთხოვნების 50%-ს გადააჭარბებს. 

 

ჩინეთი ეკონოლოგიურად სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე დაიბინძურებულ რეგიონში მდებარეობს და წარმოების ტემპები ვითარების კიდევ უფრო გაუარესების პერსპექტივას აჩენს. სწორედ ამიტომ, ქვეყანას ყველანაირი სტიმული აქვს ენერგიის ახალი წყაროების საძიებლად. ჩინეთი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვრებს გარეთაც ახორციელებს ე.წ. "მწვანე პროექტებს". მხოლოდ 2015 - 2017 წლებში ჩინეთმა განვითარებად ქვეყნებში ქარის ელექტროსადგურების პროექტებში 2,2 მილიარდი აშშ დოლარი დააბანდა. 

 

აშშ - აშშ-ში მზის ბატარეების დიდი რაოდენობაა განთავსებული და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. არსებობს გეგმა, რომლის თანახმადაც, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ამერიკას გარემოს დაბინძურების პროცესის 80%-ით შენელება შეუძლია, თანაც ისე, რომ სამომხმარებლო ხარჯები არ გაზარდოს. 

 

კენია წარსულში იძულებული იყო ელექტროენერგია მეზობელი ქვეყნებისგან შეეძინა. სწორედ ამიტომ, ქვეყანამ განახლებადი ენერგიის წყაროებისთვის ინვესტიციების მოძიება დაიწყო და იმდენს მიაღწია, რომ ახლა საკუთარი ენერგომოხმარების 25%-ზე მეტს მხოლოდ ქარის ელექტროსადგურებით ამარაგებს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...