07:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი გაიზარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

17 იან 2019ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში უნდობლობის ვოტუმი დაძლია და ქვეყნის ლიდერობა შეინარჩუნა. პარლამენტის ქვედა პალატაში გამართულ უნდობლობის ვოტუმის კენჭისყრაში, რომელიც ლეიბორისტული პარტიის მიერ იყო ინიცირებული, მთვრობას მხარდაჭერა გამოუცხადა 325-მა დეპუტატმა, ხოლო ვოტუმის გამოცხადებას 306 დეპუტატი მიემხრო, წერს Guardian. სხდომაზე ლეიბორსიტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ Brexit ჩიხშია შესული და მთავრობას აღარ აქვს მორალური უფლება, ქვეყანას ედგეს სათავეში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

WSJ: აშშ-ის ძალოვანი სტრუქტურები ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Huawei-ს ამერიკული პარტნიორების კომერციული საიდუმლოების უკანონო მითვისებაში სდებენ ბრალს. სააგენტოს ცნობით, ფედერალური მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძებას უკვე აწარმოებს და უახლოეს მომავალში მის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმედ ტრანსფორმაციას გეგმავს. აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ჩინურმა კომპანიამ ამერიკული T-Mobile-ის კომერციული საიდუმლოები მიითვისა და მათი ტექნოლოგიური მიღწევები ჩინურ ბაზარზე გადაიტანა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსა და Huawei-ს ოფიციალურ წარმომადგენლებს ჯერჯერობით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საქართველოს საავიაციო სექტორში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა პლენარულ სხდომაზე წარდგენილ მოხსენებაში, რომელიც გლობალური საავიაციო სამიტის „Connecting the World” ფარგლებში ინდოეთის რესპუბლიკის ქალაქ მუმბაიში 16 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს. " რაც შეეხება საავიაციო უშიშროების მაჩვენებელს, სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვას, ეს ციფრი 89.8% წამოადგენს და მნიშვნელოვნად - 58%-ით არის გაუმჯობესებული 2008 წელს ჩატარებული აუდიტის მონაცემებთან შედარებით“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

აშშ-ის კონგრესის სენატში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს სანქციების შენარჩუნება, რომელიც რუსი მილაირდერისა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოვებული პირის, ოლეგ დერიპასკას კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ იყო დაწესებული, წერს Bloomberg. შესაბამისი რეზოლუციის მისაღებად 60 სენატორის ხმა იყო საჭირო, მათ კი მხოლოდ 57 ხმის შეგროვება შეძლეს. 42 სენატორი რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ არცერთ კანონპროექტს არ განიხილავენ, რომელიც"შათდაუნის" დასრულებისკენ არ იქნება მიმართული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ივლისში რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ივნისის თვემდე რუსეთიდან ტურისტების შემოდინება გასული წლის...

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

პოპულარული

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვისტო, 2019კვირის გრაფიკი