13:09 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროკავშირი ბრექსიტის თარიღის გადაწევას დასთანხმდა
ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებას შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისისგან" მოითხოვს

სიახლეები

აშშ-ის კონგრესი რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების გახანგრძლივებას ვერ ახერხებს

 

აშშ-ის კონგრესის სენატში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს სანქციების შენარჩუნება, რომელიც რუსი მილაირდერისა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოვებული პირის, ოლეგ დერიპასკას კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ იყო დაწესებული, წერს Bloomberg. 

 

შესაბამისი რეზოლუციის მისაღებად 60 სენატორის ხმა იყო საჭირო, მათ კი მხოლოდ 57 ხმის შეგროვება შეძლეს. 42 სენატორი რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა. 

 

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ არცერთ კანონპროექტს არ განიხილავენ, რომელიც"შათდაუნის" დასრულებისკენ არ იქნება მიმართული. მიუხედავად ამისა, სააგენტო ვარაუდობს, რომ ისინი სანქციებს მაინც გაახანგრძლივებენ.

 

2017 წელს დერიპასკას კუთვნილმა კომპანია Rusal-მა 10 მილიარდი დოლარის ღირებულების მეტალი გაყიდა, რომლის 15%-იც სწორედ ამერიკის ბაზარმა აითვისა.  

 

"რუსალი", აშშ-ის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, სამყაროს ალუმინის 7%-ს აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...