23:37 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აზერბაიჯანის მოსახლეობას სიცივეში ბუნებრივი გაზის მიწოდება უწყდება
ევროპის მთავარი საფონდო ინდექსები ეცემა

სიახლეები

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ავთანდილ კასრაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა. მოვალეობის შესრულებას ის 16 იანვრიდან შეუდგა.

 

ავთანდილ კასრაძე ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას ასრულებდა, სააგენტოში კი მისი დაარსების დღიდან მუშაობს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.

 

სააგენტოში მის სახელს უკავშირდება მთელი რიგი სამართლებრივი რეფორმები ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით, სტარტაპების ფინანსებთან წვდომის მექანიზმების დანერგვის მიმართულებით და ა.შ.

 

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი. მაგისტრატურაზე სწავლა კი შვედეთში კერძოდ ლუნდის უნივერსიტეტში განაგრძო ადამიანის უფლების საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა ვენეციის კომისიაში, ეუთოს (OSCE/ODIHR) მისიაში, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში, იუსტიციის სამინისტროში და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...

ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში

2 აგვ 2021კვირის გრაფიკი

ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...